ერთიანმა ნაციონალურმა
მოძრაობამ კახეთის
გზატკეცილზე მდებარე
ოფისი გაყიდა - ამის
შესახებ საჯარო რეესტრში
დარეგისტრირებული
განცხადებიდან ხდება
ცნობილი.განცხადების
თანახმად, უძრავი ქონების
მყიდველი შპს "ევ
დისტრიბუშენი" იქნება,
რომელიც 2024 წლის თებერვალში
დაფუძნებული კომპანიაა.
კომპანიის დირექტორის
თანამდებობას ენმ-ის
ერთ-ერთი ლიდერი დავით
კირკიტაძე იკავებს, ხოლო
მისი 100%-იანი წილის
მფლობელია ბიზნესმენი
თამაზ ცოფურაშვილი.უძრავი
ქონების მთლიანი ფართობი
4,000 კვადრატულ მეტრს
შეადგენს და მასზე
განთავსებული ნაგებობის
ფართობი 2406 კვადრატულ მეტრს
შეადგენს. აღნიშნული ოფისი
პარტიამ 2012 წლის
საპარლამენტო
არჩევნებამდე
გახსნა.წყარო: