ივანიშვილის რეჟიმის მიერ
შექმნილი ე.წ. საპარლამენტო
კომისია ზედმიწევნით
აგრძელებს ოკუპანტი
რუსეთის დავალებების
შესრულებას. „ოცნების“
არალეგიტიმური
პარლამენტის გაცხადებული
პოზიციის მიუხედავად, რომ
რუსულ კომისიაზე არ
დაიბარებდნენ არცერთ
სამხედრო პირს, დღეს
სხდომაზე სწორედ ქართველი
სამხედროების დაკითხვაა
დაანონსებული“, – ამის
შესახებ „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“
განცხადებაშია
ნათქვამი.განცხადების
მიხედვით, დღევანდელ
სხდომაზე ბიძინა
ივანიშვილის რეჟიმმა 2008
წელს გაერთიანებული
შტაბის უფროსის, გენერალ
ზაზა გოგავას და 2008 წელს
სამშვიდობო ოპერაციების
შტაბის უფროსის, გენერალ
მამუკა ყურაშვილის
გამოკითხვა
გადაწყვიტა.„გენერალი
გოგავა და გენერალი
ყურაშვილი არიან ის
სამხედროები, რომელთა
ძალისხმევით საქართველომ
2008 წელს შეძლო რუსული
აგრესიის შეკავება და
პრეზიდენტ სააკაშვილთან
და ჩვენ გმირ მებრძოლებთან
ერთად საქართველოს
სახელმწიფოებრიობის
შენარჩუნება. სწორედ
ამიტომ ატარებს 2008 წლის
უმაღლესი მთავარსარდალი,
პრეზიდენტი სააკაშვილი
მეოთხე წელს რუსეთის
დაკვეთით ტყვეობაში და
ამიტომაა, რომ გენერლებს
დღემდე რუსეთის ფედერაცია
დევნის.საქართველომ
გაიმარჯვა რუსეთის
წინააღმდეგ და გაბათილდა
პუტინის ყველა სიცრუე
აგვისტოს ომის შესახებ ჯერ
2021 წლის 21 იანვარს
სტრასბურგის ადამიანის
უფლებათა ევროპულ
სასამართლოში, ხოლო შემდეგ,
2022 წლის 30 ივნისს ჰააგას
სისხლის სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოში სწორედ
იმიტომ, რომ გენერალმა
გოგავამ და გენერალმა
ყურაშვილმა ქართული ჯარის,
საქართველოს სიმართლე
უმაღლესი კვალიფიკაციითა
და არგუმენტაციით
დაიცვეს.ამ გამარჯვების
რევიზირებაა „ქართული
ოცნების“ მთავარი მიზანი.
ამას გულისხმობს ე.წ.
„სამართლიანობის
აღდგენა“, საქართველოს
ისტორიის ოკუპანტის
ვერსიით გადაწერა, 2008 წლის
ომის საქართველოსა და
ქართველ სამხედროებზე
გადაბრალება და ოკუპანტის
გამართლება უმაღლესი
საერთაშორისო
ტრიბუნალების
გადაწყვეტილებების
შეტრიალებით.2025 წლის 18
თებერვალს გამართულ
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ პოლიტიკური
საბჭოს სხდომაზე
გენერალმა გოგავამ და
გენერალმა ყურაშვილმა
გაგვაცნეს მათი საერთო
გადაწყვეტილება, რომ თავს
ვალდებულად თვლიან
ქართული სახელმწიფოს და
ომში დაღუპული გმირების
ოჯახებისა და ხსოვნის
წინაშე, 2008 წლის ომთან
დაკავშირებით უპასუხონ
ნებისმიერ შეკითხვას,
ნებისმიერ ფორმატში,
თუნდაც არალეგიტიმურ
პარლამენტში.ამავე
სხდომაზე გენერლებმა
დატოვეს ყველა პარტიული
თანამდებობა პარტიის და
საერთო ოპოზიციური
პოზიციის
გათვალისწინებით, რომელიც
გამორიცხავს
პოლიტიკოსების
მონაწილეობას რუსულ
კომისიაში, რადგან მოქმედი
პოლიტიკოსების დაბარების
მთავარი ამოცანა არა რაიმე
ფაქტობრივი გარემოებების
დადგენა, არამედ
პოლიტიკური
პროპაგანდისტული
წარმოდგენის დადგმა და
მათი დაკავების მუქარით
მანიპულაციაა. ამგვარად,
გვსურს საზოგადოებისთვის
განვმარტოთ, რომ გენერლები
კომისიაში წარდგებიან
ყოველგვარი პარტიული
აფილიაციის გარეშე.გვჯერა,
სულ მალე, ერთად დავიხსნით
ჩვენს სამშობლოს შიდა
მტრისგან, რომელიც
ოკუპანტის დავალებით
ასამართლებს ქართულ
სახელმწიფოს“, – ნათქვამია
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ განცხადებაში.