ერთი კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცურ აქციაზე დადიან და გაიძახიან არც ის ვარ, არც ესო! – დიმიტრი სამხარაძე

News.ge 1 კვირა წინ 10
ერთი კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცურ აქციაზე დადიან და გაიძახიან არც ის ვარ, არც ესო! – დიმიტრი სამხარაძე

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს მიმართავს:
“მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს მათთან, ვინც ნაცურ აქციაზე დადიან და გაიძახიან არც ის ვარ,არც ესო!
რას აპროტესტებთ?
გასაგებია, რომ: ნაცების ორივე ფლანგი, თაღლითები, აფერისტი გახარია, ხელისუფლების მიტაცების სურვილით დგანან აქციებზე, ქვეყნის არევა სურთ და ამ ყველაფერში თქვენ გიყენებენ! ეს არის მათი პროტესტის მთავარი მიზანი
ჰომოსექსუალისტები, ბავშვებში გარყვნილების პროპაგანდის გავრცელების აკრძალვას აპროტესტებენ, სურთ მომავალი თაობების გაფუჭება
მდიდარი და გაზულუქებული ენჯეოები, გამჭვირვალობის კანონის მიღებას აპროტესტებენ, არ სურთ საქართველოს მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულები იყვნენ, არც დამკვეთის და არც შემსრულებელის ვინაობის გამხელა უნდათ, რომლებიც ჩვენს ეკლესიას და იდენტობას ებრძვიან
თქვენ რას აპროტესტებთ?
საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც გასაპროტესტებელი კი არა, პირველ რიგში დასაცავია მათგან, ვისაც ჩვენი ქვეყანა პირადი ინტერესების გამოსაყენებლად და სავაჭროდ სჭირდებათ
მართალი უნდა იყო და სამართლიანი, როცა ამბობ, რომ საქართველოს მომავალზე ზრუნავ! მანდ მყოფებში მიჭირს ვინმე მართალი გიპოვოთ, რადგან თუ საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვი, ყველგან და ყოველთვის უნდა დაიცვა ის ყველაფერი, რაც საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სჭირდება, რაც არასდროს არ გაგიკეთებიათ!
არც მაშინ ამოგიღიათ ხმა, როდესაც შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე გადაწია და მინიმუმ 6 წლით დავშორდით ევროპას! არც მაშინ გაგიპროტესტებიათ, როდესაც ოთხივე განაცებულმა პარტიამ წერილით მიმართა ევროპელ ლიდერებს, გაეუქმებინათ ის რაც მნიშვნელოვანი და მთავარია ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა!
გართმევდნენ და ჩუმად იყავით, ხმას არ იღებდით, პროტესტს ვინ დაეძებს, პატარა პოსტიც კი არ დაგიწერიათ, არც გადარდებდათ, პირიქით მოღალატე ოპიზიციას ქვეყნის ევროპული მომავალისთვის ხელის შეშლის უფლებას აძლევდით. არ იყო ასე გაფიცულებო?
კიდევ იმიტომ არ იღებდით ხმას, რომ ქართული ოცნების გუნდის მიერ, ბატონი ს ხელმძღვანელობით იქნა მოპოვებული კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა‼️ თქვენი სიჩუმის დროსაც, ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ დაიცვა საქართველოს ევროპული მომავალი ბრიუსელში, უნგრელი, სლოვაკელი, იტალიელი და ბულგარელი ლიდერების გვერდით დგომით ვეტო დაედო ოპოზიციის მავნებლობას და მათი მეპატრონეების მიერ მიღებულ ქართველი ხალხის სადამსჯელო გადაწყვეტილებას! დიახ, ჩვენ ვიცავთ საქართველოს მომავალს და ასე იქნება მომავალშიც!
რას აპროტესტებთ?
ილუზიებში გამყოფებენ, თან პრივატულ საუბრებში დაგცინიან, არასწორი ინფორმაციით გკვებავენ, თქვენ კი ემორჩილებით, იფიცებით, წვავთ რუსთაველის გამზირს, ანგრევთ მომავალს და სხვას ადანაშაულებთ.
0%-ია შანსი, რომ უცხო ქვეყნის აგენტურას, მანქურთებს ქვეყანა დავუთმოთ, გავარყვნევინოთ და ჩამოვაშლევინოთ. ეს არასოდეს მოხდება, არც თქვენთან ერთად და არც უთქვენოდ!
და ბოლოს, ვინც ჩვენს ქვეყანას ჩელიაბინსკს ეძახის და გარუსებულს, აახვიეთ აქედან, ტროლეთ თქვენი მეპატრონეების ქვეყნები, რომლებსაც დიდ გეიკლუბად უნდოდათ საკუთარი ქვეყნების გადაკეთება! მადლობა ღმერთს, რომ სულზე მოუსწრო ტრამპმა, რომელიც დარწმუნებული ვარ გადაარჩენს ამ სიბნელისგან! თქვენი დასატროლი ჩვენი ქვეყანა არაა.”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია