დარჩენილი ორი შეხვედრა
ევრობასკეტზე და ჯგუფიდან
გასვლის შანსი.
საქართველოს ეროვნულმა
საკალათბურთო ნაკრებმა
ევრობასკეტის ფარგლებში
სამი შეხვედრა გამართა.
ესპანეთთან გამარჯვებამ
(83:69) კი საქართველოს ნაკრებს
ჯგუფიდან გასვლის რეალური
შანსი მოუტანა.ახლა
ეროვნული ნაკრები
მომავალი შეხვედრებისთვის
ემზადება, განრიგი კი
შემდეგნაირად
გამოიყურება:2 სექტემბერი,
19:15 - კვიპროსი vs საქართველო4
სექტემბერი, 16:00 - ბოსნია და
ჰერცეგოვინა vs
საქართველოშეგახსენებთ,
რომ ევრობასკეტის
პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი
გადავა და ჯგუფში თანაბრად
დაგროვებული ქულების
შემთხვევაში, უპირატესობა
ურთიერთშეხვედრაში
გამარჯვებულს მიენიჭება.
შესაბამისად, კვიპროსთან,
შემდეგ კი ბოსნია და
ჰერცეგოვინასთან
გამარჯვებით, საქართველოს
ეროვნული საკალათბურთო
ნაკრები პლეი-ოფის საგზურს
ავტომატურად
მოიგებს.ერთად
ვუგულშემატკივროთ ქართველ
სპორტსმენებს.საქართველოს
ბანკი საქართველოს
ეროვნული საკალათბურთო
ნაკრების მთავარი
სპონსორია.