უცხოეთიდან წამოსული ფული,
რომელიც არასამთავრობო
ორგანიზაციების გავლით
ხელისუფლების
საწინააღმდეგო აქციებს
ხმარდება - მმართველი გუნდი
გაუმჭვირვალე
დაფინანსებაზე
საუბრობს."ქართული ოცნების"
საპარლამენტო სიის წევრი
ირაკლი კირცხალია
აცხადებს, რომ ენჯეოები
პარტიულები და შავი ფულის
გამტარები
არიან."დარწმუნებული ვარ,
რომ ერთ-ერთი უდიდესი
კონტრიბუტორი იქნება,
"ენჯეოს" აღარ ვეძახი ოღონდ
მე მათ, ესენი არიან
ჩვეულებრივი შპს-ები,
პარტიულები, შავი ფულის
გამტარი შპს-ები.რატომ არ
უნდა გაგვიჩნდეს ეჭვი?
როდესაც გამოდის ერთ-ერთი
არასამთავრობო
ორგანიზაცია, რომელიც აქ
ტრენინგებს მართავდა,
როგორ უნდა შეუტიონ
სახელმწიფო შენობებს, ახლა
კი იმაზე საუბრობენ, როგორ
უნდა დაიწყოს პროტესტი
თურმე სახელმწიფო
უნივერსიტეტის
პიკეტირებით.ამ
მოწოდებებს როდესაც
აკეთებს ეს ერთ-ერთი
ორგანიზაცია, რომელიც ერთი
წლის წინ გადატრიალების
ტრენინგს აკეთებდა, რა თქმა
უნდა, ლეგიტიმური კითხვა და
ეჭვი ჩნდება, რომ ეს
ყველაფერი
თვითლუსტრაციაა, რასაც
საზოგადოება კარგად
ხედავს,"- აცხადებს ირაკლი
კირცხალია.