დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ თავის ბოლო მიმართვაში, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების წინააღმდეგ გააფრთხილა და ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მტკიცე მეგობრობას მიესალმა.
2 ივლისს, თბილისში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, დანიგანმა განაცხადა, რომ დემოკრატია „დაპირებას, ვალდებულებასა და ოპტიმიზმს“ ეფუძნება. მან, ამავდროულად, შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც, მისი თქმით, ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის.
„დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან“, – განაცხადა მან.
ელჩის რანგში თავის ბოლო გამოსვლაში, დანიგანმა აშშ-საქართველოს პარტნიორობის სიძლიერის გაუსვა ხაზი, რომელიც, მისი თქმით, საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და ათწლეულების განმავლობაში არსებულ თანამშრომლობაზეა აგებული.
მან მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ და ნდობა ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მიმართ.
„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ, როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობა იზიარებს დემოკრატიის ღირებულებებს“, – დასძინა მან.