ენერგეტიკა ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
მიმართულებაა ჩვენი
ქვეყნის
განვითარებისთვის, გვაქვს
ძალიან ამბიციური მიზანი,
ჩვენ გვინდა, რომ 2030
წლისთვის გავხდეთ
ელექტროენერგიის
თვალსაზრისით სრულად
თვითკმარი და
დამოუკიდებელი ქვეყანა,
რაც საშუალოვადიან
პერსპექტივაში
აბსოლუტურად მიღწევადია, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.მისი შეფასებით,
აქაც ძალიან დიდი
პროგრესია და 2012 წლის
შემდეგ საქართველოში
მთლიანობაში აშენდა 63
ჰიდროელექტროსადგური, 2
თბოელექტროსადგური, 1 ქარის
ელექტროსადგური.„ელექტროენერგიის
გამომუშავება
საქართველოში 2012 წელს
შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024
წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600
მეგავატი იქნება. 2028
წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ
მაჩვენებელმა გადააჭარბოს
8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს 10
ათას მეგავატს და ამის
შემდეგ ჩვენ უკვე
გავხდებით სრულად
თვითკმარი, დამოუკიდებელი
ქვეყანა ელექტროენერგიიის
გამომუშავების
თვალსაზრისით. ჩვენ აღარ
დაგვჭირდება
ელექტროენერგიის
იმპორტირება. ჩვენი
ელექტროენერგიის
გამომუშავება არა მხოლოდ
უნდა დაეწიოს ეკონომიკის
განვითარებას, არამედ უნდა
გაუსწროს და გავხდეთ
სრულად თვითკმარი ქვეყანა
ამ თვალსაზრისით“, -
აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.