"მიუხედავად იმისა, რომ
ბევრი პოლიტიკური ძალის
მხრიდან კეთდება
არასაფუძვლიანი
პროგნოზები, წინასწარი
შედეგებით, ცხრა
პროცენტიანი ზრდით უნდა
დავასრულოთ 2024 წელი, მაგრამ,
რაც ყველაზე საყურადღებოა,
ის დაგეგმილი მაჩვენებელი,
რომელიც გვქონდა 2025 და 2026
წლებში, მსოფლიო ბანკის
პროგნოზის მიხედვით, ასევე
შენარჩუნებულია," - ამის
შესახებ პირველმა
ვიცე-პრემიერმა მსოფლიო
ბანკის "მსოფლიოს
ეკონომიკური
პერსპექტივების"
მიმოხილვის ანგარიშის
შეფასებისას
განაცხადა.როგორც ლევან
დავითაშვილმა აღნიშნა, ამ
ეკონომიკური ზრდის
მაჩვენებლის მიხედვით
საქართველო კვლავ
რეგიონის ლიდერად
რჩება.მსოფლიო ბანკის
ანგარიშის თანახმად,
ევროპისა და ცენტრალური
აზიის რეგიონის ქვეყნებს
შორის, 2024-2026 წლებში
საქართველოს ექნება
საშუალოდ ყველაზე მაღალი
ეკონომიკური ზრდა (6.7
პროცენტი). მსოფლიო ბანკმა
ზრდის მიმართულებით
გადახედა საქართველოს 2024
წლის ეკონომიკური ზრდის
შეფასებასა და 2025 წლის
პროგნოზს. განახლებული
შეფასებით, საქართველოს
ეკონომიკა 2024 წელს 9.0%-ით
გაიზარდა (2024 წლის ივნისის
პროგნოზთან შედარებით 3.8
პ.პ-ით მეტი). მსოფლიო ბანკის
შეფასებით, 2025 წლის
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 6.0%- ს (2024 წლის
ივნისთან შედარებით 1.0
პროცენტული პუნქტით მეტი),
ხოლო 2026 წელს 5.0%- ს (2024 წლის
ივნისთან შედარებით არ
შეცვლილა)
შეადგენს.ანგარიშის
მიხედვით, საქართველო
გლობალურად ერთ-ერთი
ლიდერია ეკონომიკური
ზრდის მიხედვით, ხოლო
ევროპისა და ცენტრალური
აზიის რეგიონის მასშტაბით,
ზრდის თვალსაზრისით
პირველ ადგილზეა, როგორც 2024,
ასევე 2025 წელს.2025-2026 წლის
საქართველოს საშუალო
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 1.5-ჯერ აჭარბებს
ევროკავშირის სხვა
კანდიდატი ქვეყნების
საშუალო მაჩვენებელს, ხოლო
5-ჯერ აღემატება ევროზონის
ეკონომიკის ზრდის ტემპს.