„ხალხის ძალის“
საერთაშორისო მდივანი ეკა
სეფაშვილი მონაწილეობას
მიიღებს მე-9 საერთაშორისო
სიმპოზიუმში: „ტექნოლოგია
და საზოგადოება: სიკეთე თუ
განსაცდელი?", რომელიც
ჩატარდება 2025 წლის 23-24
იანვარს ინსუბრიის
უნივერსიტეტში, იტალიაში.
ამის შესახებ იუწყება
უნივერსიტეტის პოსტი
მედია-პლატფორმა
X-ზე.სიმპოზიუმზე ეკა
სეფაშვილი წარადგენს
მოხსენებას თემაზე
„მიმდინარე გლობალური
მიგრაცია და ტექნოლოგიური
გამოწვევები: უპირატესობა
თუ საფრთხე ევროკავშირის
სოციალური
უზრუნველყოფისათვის”.
მოგვიანებით მისი
მოხსენება გამოქვეყნდება
ონლაინ კონფერენციის
შრომებში და ბიზნეს
სისტემების სერიული
წიგნის სპეციალურ
გამოცემაში.შეგახსენებთ,
რომ ეკა სეფაშვილი 2018
წლიდან არის B.S.LAB (Business System Laboratory) -
ის სამეცნიერო საბჭოს
წევრი. იტალიაში
ბაზირებული ეს
საერთაშორისო ორგანიზაცია
ბიზნესისა და სოციალურ
სფეროებში კვლევებისა და
სწავლების ხელშეწყობას
ემსახურება.ინფორმაციას
„ხალხის ძალის“
პრესსამსახური ავრცელებს.