ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის
ლევან მახაშვილის
განმარტებით, კომიტეტის
სამოქმედო გეგმა 5 ძირითადი
სტრატეგიული მიზნისაგან
შედგება, მოიცავს
კონკრეტულ აქტივობებს და
ფარავს კომიტეტის
საქმიანობის
საკანონმდებლო,
საზედამხედველო,
საპარლამენტო
დიპლომატიისა და
საზოგადოებასთან
ურთიერთობების
მიმართულებებს.ლევან
მახაშვილის განცხადებით, 2025
წელს კომიტეტი
მნიშვნელოვან დროს
დაუთმობს ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოებას და ასოცირების
შეთანხმებაში არსებული
ვალდებულებების
შესრულებას. მისი თქმით,
სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებულია
სექტორული მიმართულებებით
კანონპროექტების მიღება,
რომლის საფუძველზეც
საქართველოში დაინერგება
ევროკავშირის
სტანდარტები.როგორც
კომიტეტის თავმჯდომარემ
აღნიშნა, საპარლამენტო
კონტროლის განხორციელების
მიზნით, კომიტეტი
მონიტორინგს გაუწევს
ასოცირების შეთანხმების,
ასოცირების დღის
წესრიგისა და
ევროკავშირში ინტეგრაციის
ეროვნული სამოქმედო
გეგმის შესრულებას.
ამასთანავე, დაგეგმილია
აღმასრულებელი
ხელისუფლების მიერ
ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული
ნორმატიული აქტების
მიღებისა და დამტკიცებული
საკანონმდებლო აქტების
აღსრულების
ზედამხედველობა.აგრეთვე,
კომიტეტის საქმიანობის 2025
წლის სამოქმედო გეგმაში
გათვალისწინებულია
საკომიტეტო მოსმენები
ისეთ სფეროებში, როგორიცაა
გარემოს დაცვა, სოფლის
მეურნეობა, ჯანდაცვა,
ენერგეტიკა, ტრანსპორტი,
ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი ვაჭრობის
სივრცის შესახებ
შეთანხმება (DCFTA) და
სხვა.სამოქმედო გეგმის
თანახმად, კომიტეტის
საქმიანობის ერთ-ერთი
პრიორიტეტი საპარლამენტო
დიპლომატიის გზით ქვეყნის
ევროკავშირში წევრობის
მხარდაჭერის მობილიზება
იქნება, რაც გულისხმობს
საქართველოში მიმდინარე
დემოკრატიული რეფორმების
შესახებ საერთაშორისო
პარტნიორების
ინფორმირებას,
ევროკავშირის წევრ
სახელმწიფოებთან და
კანდიდატ ქვეყნებთან
ორმხრივი ურთიერთობების
განვითარებას და
საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარებას, ევროკავშირის
ინსტიტუტებთან
თანამშრომლობის
გაღრმავებას და
საერთაშორისო
საპარლამენტო
ღონისძიებებში
მონაწილეობას.ლევან
მახაშვილის განცხადებით,
კომიტეტი ყურადღებას
დაუთმობს ევროკავშირში
ინტეგრაციასთან
დაკავშირებულ პროცესებში
საზოგადოების ჩართულობის
ხელშეწყობას, ასევე,
ევროკავშირში წევრობის
საკითხზე საზოგადოების
სხვადასხვა ჯგუფის
ინფორმირებას.