ევროპარლამენტმა
საქართველოში ჩატარებული
საპარლამენტო არჩევნების
შესახებ სავალდებულო
ძალის არმქონე რეზოლუცია
მიიღო. დოკუმენტს 444
დეპუტატმა დაუჭირა მხარი, -
წერს "რადიო თავისუფლების"
ევროპული ბიუროს
ხელმძღვანელი სოციალურ
ქსელ X-ში.„ევროპარლამენტმა
ხმათა უმრავლესობით
სავალდებულო ძალის
არმქონე რეზოლუცია მიიღო,
რომელიც საქართველოში
ჩატარებულ საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს არ
აღიარებს და იმავეს
მოუწოდებს საერთაშორისო
საზოგადოებას. ის ერთი წლის
განმავლობაში
განმეორებითი არჩევნების
ჩატარების მოწოდებით
გამოდის“, - წერს იოზვიაკი.