ევროპარლამენტმა
საქართველოსთან
დაკავშირებით ყოველწლიური
ანგარიშის შესახებ რელიზი
გაავრცელა, სადაც 2025 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებზეც არის
საუბარი.კერძოდ,
ევროპარლამენტარები
ფიქრობენ, რომ მოახლოებული
არჩევნები საქართველოს
დემოკრატიისა და
პოლიტიკური პლურალიზმის
მედეგობის მორიგი
გამოცდაა და მოუწოდებენ
ოპოზიციურ პარტიებს
გამოიყენონ ეს
შესაძლებლობა.„2025 წლის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნები საქართველოს
დემოკრატიისა და
პოლიტიკური პლურალიზმის
მედეგობის მორიგი
გამოცდაა. შედეგად,
ევროპარლამენტარები
მოუწოდებენ ქვეყნის
ოპოზიციას, გამოიყენოს ეს
შესაძლებლობა, რათა ასახოს
ქართველი ხალხის
ერთიანობა დემოკრატიისა
და კანონის უზენაესობის
მხარდაჭერაში, როგორც უკვე
ნაჩვენები იყო ოქტომბრის
არჩევნების შემდეგ
მშვიდობიანი საპროტესტო
აქციებით“, - ნათქვამია
რელიზში.