ევროპარლამენტში
საქართველოს შესახებ
გამართულ დებატებზე
ევროკომისიის
ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა
იუროვამ გააკრიტიკა
უცხოური გავლენისა და
ოჯახური ღირებულებების
შესახებ საქართველოს
პარლამენტის მიერ
მიღებული კანონები.„ასევე
წამოყენებული იყო სხვა
წინადადებები, რომლებიც LGBTQI
თემის დისკრიმინაციასა და
სტიგმატიზაციას ახდენს და
ასუსტებს სახელმწიფო
ინსტიტუტების
დამიოუკიდებლობას“, -
აღნიშნა ევროკომისიის
ვიცე-პრეზიდენტმა.მისი
თქმით, აღნიშნული
ქმედებების გამო,
საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესი
შეჩერებულია.„ჩვენ
არაერთხელ მოვუწოდეთ
საქართველოს
ხელისუფლებას, შეცვალონ
თავიანთი კურსი და ჩვენ
გავზარდეთ ჩვენი
კომუნიკაცია უშუალოდ
საქართველოს
მოქალაქეებთან", -
განაცხადა მან.ვერა
იუროვამ ასევე აღნიშნა, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ
უნდა გააუქმოს კანონები,
რომელიც ეწინააღმდეგება
ქვეყნის ევროკავშირში
გაწევრიანების გაცხადებულ
მიზანს, განსაკუთრებით
კანონები, რომლებიც
ზღუდავენ ფუნდამენტურ
უფლებებსა და
თავისუფლებებს.