ევროკომისია შეისწავლის, არღვევს თუ არა ევროკავშირის წესებს ილონ მასკისა და ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალისა ვაიდელის ინტერვიუ, რომელიც „იქსზე“ 9 იანვარს შედგება

News.ge 1 დღე წინ 6
ევროკომისია შეისწავლის, არღვევს თუ არა ევროკავშირის წესებს ილონ მასკისა და ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალისა ვაიდელის ინტერვიუ, რომელიც „იქსზე“ 9 იანვარს შედგება

ევროკომისია შეისწავლის, არღვევს თუ არა ევროკავშირის წესებს ილონ მასკისა და ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალისა ვაიდელის ინტერვიუ, რომელიც „იქსზე“ 9 იანვარს შედგება
ევროკომისია შეისწავლის, არღვევს თუ არა ევროკავშირის წესებს მილიარდერ ილონ მასკისა და გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალისა ვაიდელის ინტერვიუ, რომელიც სოციალურ ქსელ „იქსზე“ 9 იანვარს უნდა შედგეს.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო ფორმალური პროცესი „იქსის ციფრული სერვისების აქტთან“ (DSA) შესაბამისობის დასადგენად, სამოქალაქო დისკურსის სფეროში სავარაუდო დარღვევების გამო.
ეს გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
ილონ მასკის მხრიდან გერმანული პოლიტიკური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიის“ მიმართ გამოხატულმა მხარდაჭერამ, მათ შორის მილიარდერის მიერ გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებულმა საავტორო წერილმა, გერმანიაში დაგეგმილი ვადამდელი ს წინ ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა მასკი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულეს.
„ევროკავშირში მოქმედი „ციფრული სერვისების აქტი“ არ კრძალავს რომელიმე პლატფორმის მიერ პირდაპირი ეთერის გამართვას და პირადი მოსაზრებების გამოხატვას, რაც ძალიან ნათელია. რასაც ჩვენ შევისწავლით მიმდინარე პროცესის კონტექსტში, არის ის, მოქმედებს თუ არა პლატფორმა „ციფრული სერვისების აქტის“ სამართლებრივ ჩარჩოში და შეაფასა თუ არა მან რისკები. კომისიის სამსახურები, გერმანიის ციფრული სერვისების კოორდინატორსა და მსხვილი ონლაინ პლატფორმების, მათ შორის „იქსის“ წარმომადგენელთან ერთად, 24 იანვარს გამართავენ დისკუსიას არჩევნების წინ არსებული რისკების განსახილველად“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
„ციფრული სერვისების აქტის“ მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის აგვისტოში, უდიდესი ონლაინ პლატფორმები ვალდებულნი არიან, შეამცირონ პოტენციური საფრთხეები, როგორიცაა დეზინფორმაციის გავრცელება.
2024 წლის აგვისტოში მასკს უთანხმოება მოუვიდა ევროკავშირის შიდა ბაზრის ხელმძღვანელ ტიერი ბრეტონთან, რომელმაც „იქსის“ მფლობელს მოუწოდა, დაემორჩილოს ევროკავშირის ციფრული წესების სამართლებრივ ვალდებულებებს. ეს რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ვიდრე მილიარდერი -ის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პირდაპირ ეთერში გაესაუბრებოდა თავის პლატფორმაზე.
მასკმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად და როგორც ცნობილია, ის თეთრი სახლის ადმინისტრაციაში იმუშავებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია