ევროკავშირის ქვეყნების
მიმართ ჩვენი მიდგომა არის
მარტივი, სურვილი გვაქვს,
გადავდგათ ყველა ნაბიჯი,
რათა აღმოიფხვრას, თუ რაიმე
ხელოვნური ბარიერი
არსებობს ურთიერთობებში, –
ამის შესახებ
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
ლევან მახაშვილმა
განაცხადა.მახაშვილს
კითხვა დაუსვეს ბრიუსელში
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრების
საბჭოს სხდომასთან
დაკავშირებით, რომლის დღის
წესრიგშია, მათ შორის
საქართველოს
საკითხები.ბოლო თვეების
განმავლობაში,
ფაქტობრივად, არ ყოფილა
არცერთი შეხვედრა,
თავყრილობა საგარეო
საქმეთა მინისტრების თუ
სხვა დონეებზე, სადაც
საქართველოს საკითხი არ
განიხილებოდა ხოლმე, მათ
შორის საუბარი მაქვს
ევროპარლამენტზე.
ევროპარლამენტარები იმის
ნაცვლად, რომ საკუთარ
ამომრჩეველთან იმუშაონ,
როგორც ჩანს, ორ კვირაში
ერთხელ საქართველოზე
რეზოლუციების
გამოცხობისთვის იცლიან,
თუმცა ეს მათი
გადაწყვეტილებაა. იმის
გათვალისწინებით, რასაც
ვხედავთ ესტონეთისგან,
ლიეტუვისა თუ სხვა
ქვეყნებისგან, პერიოდულად
შეიძლება იყოს ხოლმე
განცხადებები საქართველოს
თაობაზე ან მოთხოვნა, რომ
მათი მხრიდან უფრო მკაცრი
ნაბიჯები გადაიდგას.ჩვენ
გვაქვს ჩვენი
პასუხისმგებლობა
მოსახლეობისადმი და
ევროკავშირის ქვეყნების
მიმართაც ჩვენი მიდგომა
არის ძალიან მარტივი. ჩვენ
ვდგამთ და გვაქვს სურვილი,
გადავდგათ ყველა ნაბიჯი
იმისკენ, რომ აღმოფხვრილი
იქნას, თუ რაიმე ხელოვნური
ბარიერი არსებობს
ურთიერთობებში. ამის
საპირისპიროდ, ზოგიერთ
შემთხვევაში ვხედავთ
ზოგიერთი სახელმწიფოს
ძალებს ან პოლიტიკოსებს,
რომლებიც იყენებენ როგორც
ევროკავშირის
ინსტიტუტებს, ასევე სხვა
ინსტიტუტებს, რათა
საკუთარი ვიწრო
პოლიტიკური
გადაწყვეტილებები
გაატარონ. კონკრეტულ
მოლოდინთან დაკავშირებით
მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.
თითოეულ შემთხვევაში დღეს
იქნება გადაწყვეტილებები.
დიდი იმედი გვაქვს, რომ არ
მიიღება ისეთი
გადაწყვეტილება, რომელიც
ჩვენს ურთიერთობებს ისეთ
წერტილში მიიყვანს,
საიდანაც ნორმალურ
ურთიერთობებში დაბრუნება
შეუძლებელი იქნება“, –
განაცხადა ლევან
მახაშვილმა.