ევროკავშირი მზადაა
ქართველ ხალხს
ევროკავშირისკენ მიმავალ
გზაზე დაეხმაროს.
ინფორმაციას ევროკავშირის
საბჭო სოციალურ ქსელ X-ში
ავრცელებს.„ევროკავშირი
მზადაა მხარი დაუჭიროს
ქართველ ხალხს
ევროკავშირისკენ მიმავალ
გზაზე. თუმცა, სერიოზულ
შეშფოთებას გამოვთქვამთ
საქართველოს მთავრობის
მოქმედების კურსის გამო,
რომელიც ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
ღირებულებებსა და
პრინციპებს“, - ნათქვამია
განცხადებაში.ევროკავშირის
საბჭო კიდევ ერთხელ
აღნიშნავს, რომ
საქართველოს საკითხი
ევროკავშირის წევრი
ქვეყნების საგარეო
საქმეთა მინისტრების
დღევანდელი შეხვედრის
დღის წესრიგშია შეტანილი.