მიუხედავად იმისა, რომ
კანდიდატის სტატუსი იყო
მოაზრებული, როგორც
შანტაჟის ინსტრუმენტი
საქართველოს წინააღმდეგ,
ჩვენ არც შანტაჟს
დავექვემდებარეთ და თან
კანდიდატის სტატუსი
მივიღეთ, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ „იმედის
კვირის“ ეთერში.პრემიერის
თქმით, ბუნებრივია,
ევროინტეგრაცია რჩება
უმთავრეს საგარეო
პოლიტიკურ
პრიორიტეტად.„ჩვენ
ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის
საკმაოდ რეალური იქნება
ამაზე ფიქრი, კერძოდ, 2030
წლისთვის ჩვენ ვიქნებით
ყველა კანდიდატ ქვეყანაზე
მეტად მზად ევროკავშირში
გასაწევრიანებლად. ყველა
თვალსაზრისით, ეს ეხება,
როგორც დემოკრატიას,
ადამიანის უფლებებს,
სამართლის უზენაესობას,
ასევე - ეკონომიკას და
ზოგად მზაობას
ევროკავშირში
გაწევრიანებისათვის.
შესაბამისად, ჩვენ ძალიან
ოპტიმისტურად ვუყურებთ
ჩვენი ქვეყნის მომავალს
ყველა კუთხით“, - აღნიშნა
ირაკლი კობახიძემ.