„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არსებობდა დღის მთავრობა, მშვიდობისმყოფელების მთავრობა ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით და ღამის მთავრობა, ე.წ. ქორები, მილიტარისტულად განწყობილი ადამიანები, ადეიშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი“ - თეა წულუკიანი

Primetime.ge 3 საათი წინ 3
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არსებობდა დღის მთავრობა, მშვიდობისმყოფელების მთავრობა ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით და ღამის მთავრობა, ე.წ. ქორები, მილიტარისტულად განწყობილი ადამიანები, ადეიშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი“ - თეა წულუკიანი
"როგორც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, მაშინდელ მთავრობაში არსებობდა დღის მთავრობა, მშვიდობისმყოფელების მთავრობა ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით და ღამის მთავრობა, ე.წ. ქორები, მილიტარისტულად განწყობილი ადამიანები, ადეიშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან რეზიდენციაში ღამით იკრიბებოდნენ", - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, აგვისტოს ომზე და კომისიის დასკვნაზე საუბრიას, "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ისტორია დეტალებში" განაცხადა.მისი თქმით, კომისიაზე გამოკითხული პირები მიუთითებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ხელისუფლებაში არსებობდა, როგორც მშვიდობისმყოფელთა, ასევე, მილიტარისტულად განწყობილი ჯგუფი."ზურაბ ჟვანიას როლი, ბევრმა პირმა - გოგა ხაინდრავამ, მისმა მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და სხვა პირებმა გამოყვეს, როგორც პოზიტიური და მშვიდობისმყოფელი. შესაბამისად, როდესაც გოგა ხაინდრავა და მისი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ხელშესახებ წარმატებებს აღწევდნენ, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში, იყო მოკრძალებული შედეგები იმისა, რომ გარკვეული წლების შემდეგ ნდობა აღდგენილიყო. ეს მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი, რომელშიც არ უნდა გამოგვრჩეს მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ირაკლი ალასანიაც, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჯგუფი, გარკვეულად სწორედ ზურაბ ჟვანიას მფარველობის ქვეშ იყო.როგორც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, მაშინდელ მთავრობაში არსებობდა დღის მთავრობა, მშვიდობისმყოფელების მთავრობა ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით და ღამის მთავრობა, ე.წ. ქორები, მილიტარისტულად განწყობილი ადამიანები, ადეიშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან რეზიდენციაში ღამით იკრიბებოდნენ. მათი გეგმები გასაგებია, რომ არ უკავშირდებოდა მშვიდობას და არც დღეს არ უკავშირდება მშვიდობას. ეს არის ძალა, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო ხელისუფლების დროს. ის არავითარ შემთხვევაში არ შეცვლილა და მას აქვს იგივე ხედვები და მიზნები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ეს გეგმები არის დესტაბილიზაცია, მშვიდობიანობის მორღვევა და კონსტიტუციური წყობილების მორყევა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 460-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი.
სრულად წაიკითხეთ სტატია