ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ,
რუმინეთის საპრეზიდენტო
არჩევნების მეორე ტურში
ბუქარესტის მერმა ნიკუშორ
დანმა გაიმარჯვა. ამ
დროისთვის არსებული
მონაცემებით, მან ხმების 54,34%
მოიპოვა. არჩევნების
პირველი ტურის ფავორიტს,
ულტრამემარჯვენე პარტიის
„რუმინელთა ერთიანობის
ალიანსის“ დამფუძნებელ
ჯორჯე სიმიონს
ამომრჩეველთა 45,66% მიემხრო.
მან მარცხი უკვე
აღიარა.„ხვალიდან რუმინეთ
ახალ ეტაპს დაიწყებს და მას
ყოველი თქვენგანი
სჭირდება. ქვეყანას
სჭირდება სპეციალისტები,
სამოქალაქო საზოგადოება
და ახალი ადამიანები
პოლიტიკაში. ჩვენ თავიდან
უნდა ავაშენოთ ქვეყანა“, -
ასე მიმართა დანმა
მოსახლეობას.არჩევნებში
მონაწილეობა 11,6 მილიონზე
მეტმა რუმინელმა მიიღო.