დღის ბოლოდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება - ამინდის განახლებული პროგნოზი

Primetime.ge 2 თვის წინ 45
დღის ბოლოდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება - ამინდის განახლებული პროგნოზი
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ თებერვლის თვის პროგნოზზე საუბრობს:მისი თქმით, თებერვლის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, 7-8 გრადუსია მოსალოდნელი.„ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება - 3 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე, -5 გრადუსამდე.დასავლეთში, ნალექები მოსალოდნელია ნორმასთან ახლოს და ნორმაზე ნაკლები.რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, მოსალოდნელია +2, +5 გრადუსი ქართლშიც და კახეთშიც. ცალკეულ დღეებში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -7, -8 გრადუსამდე, მთაში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა +2 გრადუსი. ცალკეულ დღეებში, ბარში, + 19 გრადუსამდე დათბება.ნალექებს რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად, ნორმაზე ნაკლებია.17 თებერვლიდან - 19 თებერვლამდე კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.ქარს რაც შეეხება, 17-ში, დღის ბოლოდან 19-მდე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება“,- თქვა ხათუნა ქოქოსაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია