„დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური ევროპული განვითარების გზაზე“ - გიორგი გახარია

Primetime.ge 3 კვირის წინ 12
„დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური ევროპული განვითარების გზაზე“ - გიორგი გახარია
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიმდინარე მოვლენებს ბრიფინგზე გამოეხმაურა. მან დასავლელ პარტნიორებს მიმართა, რომ საქართველოს გვერდით დაუდგნენ და ამისთვის მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ.„დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური ევროპული განვითარების გზაზე. ამის მისაღწევად, მე უნდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ ყველას, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი.მივმართავთ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უკანონოდ დანიშნულ უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ - მაგალითად, უვიზო რეჟიმის შეჩერებას ვგულისხმობ, არამედ პერსონალურად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია