საქართველოს მეექვსე
პრეზიდენტს დღეს
საარჩევნო კოლეგიის
დახმარებით აირჩევენ.
ქვეყნის ისტორიაში
პირველად პრეზიდენტი
ამერიკული მოდელით -
არაპირდაპირი გზით
აირჩევა.საარჩევნო
კოლეგიის წევრები არიან:
პარლამენტის 150 დეპუტატი,
აფხაზეთის ავტონომიური
მთავრობის 20, აჭარის
მთავრობის 21 წევრი,
კოლეგიაშია
თვითმმართველობების 109
წარმომადგენელი.
არჩევნების პროცედურულ
ნაწილზე პასუხისმგებლობა
ცესკოს ეკისრება.მმართველ
გუნდში მომავალ
პრეზიდენტზე, მიხეილ
ყაველაშვილზე საუბრობენ.
სახელისუფლებო გუნდში
აცხადებენ, რომ კანდიდატი,
უპირველეს ყოვლისა,
სამშობლოს სიყვარულით,
ტრადიციებისა და რელიგიის
პატივისცემის ნიშნით
შეირჩა.