დღეს, საქართველო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ნომერი პირველი ქვეყანაა ევროპაში, ეკონომიკურად წარუმატებელ ქვეყანას, ევროკავშირში არავინ მიიღებს - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 89
დღეს, საქართველო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ნომერი პირველი ქვეყანაა ევროპაში, ეკონომიკურად წარუმატებელ ქვეყანას, ევროკავშირში არავინ მიიღებს - შალვა პაპუაშვილი
ღარიბ და ეკონომიკურად წარუმატებელ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიების დასრულების შემდეგ თელავში.„ეკონომიკურად წარუმატებელ ქვეყანას, ევროკავშირში არავინ მიიღებს. ჩვენ დღეს და ხვალ ევროკავშირის კარს არავინ გაგვიხსნის, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ამისთვის უნდა მოვძლიერდეთ, უნდა ვიყოთ სათანადოდ მდიდარი ქვეყანამ, იმისთვის,რომ კი არ ჩავიკარგოთ ევროკავშირში, არამედ ევროკავშირისგან იმ სიკეთეების მიღება შევძლოთ, რაც ასეთ კავშირებს ახასიათებთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, დღეს, საქართველო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ნომერ პირველი ქვეყანა ევროპაში.​„ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ვართ ნომერ პირველი ქვეყანა, ჩვენ, ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტით უკვე ავცდით იმ მაჩვენებელს, რომელიც დიდი გაფართოების დროს ჰქონდათ ახალ წევრ ქვეყნებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია