"დღეს ბრიუსელის
ბიუროკრატიის ზოგიერთმა
წარმომადგენელმა
გადაწყვიტა, რომ
ევროკავშირს გამოაცალოს
მისი მთავარი ფუნდამენტი -
სამართლიანობა. მსოფლიოში
ბევრი ქვეყანაა
ევროკავშირის ქვეყნებზე
მდიდარი, მაგრამ ჩვენ
ევროკავშირისკენ
მივისწრაფვით, რადგან ამ
სივრცეში ჩვენ გვეგულება
სამართლიანობისა და
ადამიანის უფლებების
დაცვის მაღალი სტანდარტი,”
- განაცხადა
ჟურნალისტებთან საუბრისას
პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილემ სოზარ სუბარმა,
როცა ევროკავშირის
მხრიდან საქართველოსთვის
შესაძლო სანქციების
დაწესების თემაზე
ისაუბრა."საქართველოს
ჰყავს ბევრი
არაკეთილმოსურნე, მაგრამ
გვყავს ძალიან ბევრი
მეგობარი, რომლებმაც არ
დაუშვეს, რომ საქართველო
უსამართლოდ დაჩაგრულიყო.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ
გვინდა ევროკავშირის
სრულფასოვანი და
სრულუფლებიანი წევრები
გავხდეთ, ვგულისხმობთ, რომ
ევროკავშირი არის ის
სივრცე, სადაც
სამართლიანობა და
ადამიანის უფლებები არის
უმაღლესი ღირებულება;
ევროკავშირი არის სივრცე,
სადაც მშრომელ და ნიჭიერ
ადამიანს წარმატებისთვის
გზა ხსნილი აქვს, ხოლო ვინც
განსაკუთრებული უნარებით
არ გამოირჩევა, ევროპის
სოციალური დაცვის სისტემა
მათ ღირსეულ ცხოვრებასაც
უზრუნველყოფს. სწორედ
ამიტომ მოგვწონს ჩვენ
ევროკავშირი და ამიტომ
მივისწრაფვით ამ
სივრცისკენ.დღეს
ბრიუსელის ბიუროკრატიის
ზოგიერთმა
წარმომადგენელმა
გადაწყვიტა, რომ
ევროკავშირს გამოაცალონ
მისი მთავარი ფუნდამენტი -
სამართლიანობა. მსოფლიოში
ბევრი ქვეყანაა
ევროკავშირის ქვეყნებზე
მდიდარი, მაგრამ ჩვენ
ევროკავშირისკენ
მივისწრაფვით, რადგან ამ
სივრცეში ჩვენ გვეგულება
სამართლიანობისა და
ადამიანის უფლებების
დაცვის მაღალი სტანდარტი.
ჩვენ კეთილდღეობა სწორედ
ამ ღირებულებებთან ერთად
გვინდა და ამიტომ გვსურს
ევროკავშირში
გაწევრიანება.დღეს რა
განცხადებებსაც აკეთებს
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა კომისარი,
ქალბატონი კაია კალასი,
არის უსამართლობის
მწვერვალი. ეს არის
ადამიანი, რომლის ქმარი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის
შემდეგ რუსეთში ბიზნესის
წარმოებით გამდიდრდა და
მრავალი მილიონი მოგება
მიიღო. როდესაც კალასს
ესტონელმა დეპუტატებმა
ჰკითხეს, როგორ ხდება, რომ
თქვენი ქმარი რუსეთში
ბიზნესის კეთებით
მდიდრდება და თქვენ კი
რუსეთის წინააღმდეგ
განცხადებებს აკეთებთო,
კალასმა უპასუხა, რომ მან
ქმრის ბიზნესის შესახებ
არაფერი იცოდა. ეს არის
ტყუილი და როდესაც
ადამიანი იტყუება და
ამავდროულად ასეთ მაღალ
თანამდებობას იკავებს, ეს
ძალიან ცუდია, პირველ
რიგში, თავად
ევროკავშირისთვის და
შესაბამისად, მისგან
კრიტიკას ვერ
მივიღებთ.კაია კალასი
მოუწოდებდა საქართველოს,
დაგვეწესებინა უმკაცრესი
სანქციები რუსეთის
წინააღმდეგ. ამ დროს კი,
მისი პრემიერობის დროს,
ესტონეთმა, ლატვიასთან და
ლიეტუვასთან ერთად,
საქართველოს გადაასწრო
რუსეთში ღვინის ექსპორტით
(თუმცა იქ ღვინო არ
იწარმოება). ომის
დაწყებიდან პირველ
დღეებში კი, 600-ჯერ გაიზარდა
ესტონეთიდან რუსეთში
მედიკამენტების შეტანა.
თავად ზრდიან ვაჭრობას
რუსეთთან, ჩვენ კი
მოგვიწოდებენ სანქციების
დაწესებისკენ, რაც ქვეყნის
ეკონომიკის დაქცევას
გამოიწვევდა. არადა,
ესტონეთს ევროკავშირის
ქოლგა ეკონომიკური
პრობლემებისგან იცავს და
ნატოს ქოლგა რუსეთის
სამხედრო აგრესიისგან,
საქართველო კი, გაწირული
ჰყავდათ, მაგრამ ჩვენ ეს არ
დავუშვით,” - განაცხადა
სოზარ სუბარმა.მანვე
ყურადღება გაამახვილა
ამერიკელი ეკონომისტის
ჯეფრი საქსის ინტერვიუზე,
რომელიც მან ტელეკომპანია
„იმედს“ მისცა და
საყურადღებოდ მიიჩნია
მისი გაფრთხილება
საქართველოს მისამართით.
კერძოდ, საქსმა
ხელისუფლებას
სიფხიზლისკენ მოუწოდა,
რათა ქვეყანა არ წამოეგოს
პროვოკაციას."სხვათა შორის,
ამერიკელი ეკონომისტი
ჯეფრი საქსი, რომელსაც
დონალდ ტრამპმა მის
ადმინისტრაციაში მაღალი
თანამდებობა შესთავაზა,
ინტერვიუში ამბობდა, რომ
საქართველოს გაწირვაც ისე
უნდოდათ, როგორ უკრაინა
გაიმეტეს. მან თქვა, რომ
აფრთხილებდა უკრაინას,
თუმცა არ დაუჯერეს და დღეს
უკრაინას მომავალი არ აქვს.
ეს ჯეფრი საქსის სიტყვებია
და არა ჩემი. მან მოგვიწოდა
სიფხიზლისკენ, რათა არ
წამოვეგოთ პროვოკაციას და
ასეთ პროვოკაციაზე ჩვენი
წამოგება უნდოდათ 16
დეკემბერს, როდესაც
ევროკავშირს უნდა
გამოეცხადებინა, რომ
საქართველოს არ
გაუხსნიდნენ ევროკავშირში
გაწევრიანების
მოლაპარაკებებს, რადგან
ჩვენ ამას, თითქოს, არ
ვიმსახურებდით. მაგრამ
გუშინ იყო 16 დეკემბერი და
ქუჩაში გამოსული იყო სულ
რამდენიმე ასეული
პროტესტანტი. ის
საყოველთაო მღელვარება,
რასაც გეგმავდნენ, არ
მოხდა, რადგან ჩვენ
გამოვაცალეთ ხელიდან
იარაღი. ეს იარაღი კი
სწორედ გაწევრიანების
მოლაპარაკებების
გახსნა-არგახსნის საკითხი
იყო, რაც ყოველწლიურად,
თანაც წელიწადში
რამდენჯერმე შეიძლებოდა
გამხდარიყო ქვეყანაში
არეულობის მოწყობის
საფუძველი“, - განაცხადა
სოზარ სუბარმა.