დღეს პარლამენტში ბიუროს
სხდომაზე საგამოძიებო
კომისიის შექმნის
ინიციატივას
დაარეგისტრირებენ.
საგამოძიებო კომისიამ
„ნაციონალური მოძრაობის“
რეჟიმის დანაშაულები უნდა
შეისწავლოს.ბიზნესის
რეკეტი, აგვისტოს ომი,
ტელევიზიების მიტაცება,
ადამიანების ღირსების
შელახვა - ეს იმ
დანაშაულებათა მცირე
ჩამონათვალია, რომელზეც
მსჯელობა პარლამენტში
დაიწყება.მმართველი
გუნდის განცხადებით,
ფაქტებითა და კონკრეტული
ქეისებით ნათელი უნდა
მოეფინოს „ნაციონალური
მოძრაობის“ სისხლიან
მმართველობას, რაც
ქართველი ხალხის
უმრავლესობის დაკვეთაა.