მართლმადიდებელი ეკლესია,
დღეს, დიდი მარხვის მე-6
შაბათს, მართალი ლაზარეს
მკვდრეთით აღდგინებას
აღნიშნავს. ლიცვა, რომელიც
ამ დღეს უნდა
წაიკითხოთ:ტროპარი:
ყოველსა აღდგომასა პირველ
ვნებისა შენისასა
მოასწავებდი, ამისთჳსცა
მეგობარი შენი ლაზარე
მკუდრეთით აღადგინე,
ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს
ჩუენცა, ვითარცა შვილნი
ებრაელთანი, შევწირავთ
შენდა ძლევისა გალობასა,
რომელმან დასთრგუნე
სიკუდილი: ოსანნა მაღალთა
შინა, კურთხეულ არს
მომავალი სახელითა
უფლისათა.კონდაკი:
ჭეშმარიტად ყოველთათვის
მხიარულებაი არს ქრისტე,
ნათელი და ცხოვრებაი
სოფლისა, რამეთუ აღდგომაი
მკვდართა ცხად-ჰყო
სახიერებითა თვისითა და
სახე გვექმნა აღდგომისა, და
ყოველთა ღმრთაებრ
მიმადლებს ცოდვათა
მიტევებასა.კონდაკი:
ყოველთა არსთა ცნობისა
უფსკრულო მიუწვდომელო,
იკითხევდ დღეს საფლავსა
ლაზარესსა, მირახვედ და
აღადგინე იგი მკვდრეთით,
ოთხ0დღე დამარხული და
დაყროლებული, ვითარცა
ღმერთმან ყოვლადძლიერმან,
და შეიწირე იგი ცრემლნი
მართას და მარიამისნი.