ვაკის რაიონში, ქაქუცა
ჩოლოყაშვილისა და გიორგი
წერეთლის ქუჩების
რეაბილიტაციის გამო,
საავტომობილო მოძრაობა
შეიზღუდა. სარეაბილიტაციო
არეალი ვაკის პარკის
მიმდებარე ტერიტორიიდან
წყნეთის გზატკეცილის N6-მდე
არსებულ საგზაო მონაკვეთს
მოიცავს, სადაც 22 მაისის 00:00
საათიდან ოთხი თვის
განმავლობაში,
ტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდა.თბილისის მერიის
ინფორმაციით, სამუშაოების
გამო ცვლილებები
შევიდა.კერძოდ, მიხეილ
თამარაშვილის გამზირისა
და ჭაბუა ამირეჯიბის
გზატკეცილის კვეთიდან,
თამარაშვილის გამზირისა
და გიორგი წერეთლის
ქუჩების კვეთამდე არსებულ
საგზაო მონაკვეთში
მარცხნივ მოხვევა
შეიზღუდება. მოძრაობა
დასაშვები იქნება მხოლოდ
პირდაპირ ან მარჯვნივ.გზის
აღნიშნულ მონაკვეთში
დროებით მოიხსნება
საზოგადოებრივი
ტრანსპორტის ზოლში
გადაადგილებაზე
დაწესებული
შეზღუდვაც.წერეთლის
ქუჩაზე მოძრაობა
აიკრძალება მარჯვენა ორ
ზოლში, ხოლო გადაადგილება
შესაძლებელი იქნება
დარჩენილი თავისუფალი
ზოლებით.ჩოლოყაშვილის
ქუჩაზე მოძრაობა
შეიზღუდება, როგორც
საავტობუსო ზოლში, ისე
წყნეთის გზატკეცილის
მიმართულებით მოძრავი
ავტოტრანსპორტისთვის.
აღნიშნული მონაკვეთი
დროებით ორმხრივი და
ორზოლიანი გახდება. გარდა
ამისა, მოძრაობა
აიკრძალება ვაკის
სასაფლაოდან ლევან
სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ეროვნულ
ბიურომდე არსებულ საგზაო
მონაკვეთში. სატრანსპორტო
საშუალებებს ილია
ჭავჭავაძის გამზირიდან
წყნეთის გზატკეცილის
მიმართულებით
გადაადგილება შეეძლებათ
თამარაშვილის გამზირის,
უნივერისტეტის ქუჩისა და
ბაგების ხიდის გავლით.
მძღოლები
უკუმიმართულებითაც იმავე
მარშრუტს
გამოიყენებენ.რაც შეეხება
საზოგადოებრივ
ტრანსპორტს, ბაგების
დასახლების მიმართულებით
მოძრავი ავტობუსები: N307, N345, N354
და N359 წყნეთის გზატკეცილს
ჭავჭავაძის გამზირიდან
დაუკავშირდებიან
თამარაშვილის გამზირის,
უნივერსიტეტის ქუჩისა და
ბაგების საავტომობილო
ხიდის გავლით, რის შემდეგაც
იმოძრავებენ დადგენილი
სქემით. ავტობუსები
უკუმიმართულებითაც იმავე
გზით გააგრძელებენ
მოძრაობას. ავტობუსი N334
მეტროსადგურ „დელისიდან”
წყნეთის გზატკეცილს
დაუკავშირდება
თამარაშვილის გამზირის,
უნივერსიტეტის ქუჩისა და
ბაგების ხიდის გავლით, რის
შემდეგაც დადგენილი
სქემით იმოძრავებს ; N351
ავტობუსის ბოლო გაჩერებად
დროებით განისაზღვრა კუს
ტბის გადასახვევის
მოპირდაპირედ არსებული
ნუგზარ ენდელაძის
მოედანი.მიკროავტობუსები:
N449 და N450 წყნეთის
გზატკეცილიდან ბაგების
ხიდის საშუალებით
დაუკავშირდებიან
უნივერსიტეტის ქუჩას,
თამარაშვილის გამზირს,
წერეთლისა და
ჩოლოყაშვილის ქუჩებს, რის
შემდეგაც, N449 მოძრაობას
დაასრულებს ნუგზარ
ენდელაძის მოედანზე, ხოლო
N450 მიკროავტობუსი ვაკის
პარკის მოპირდაპირედ
შეუხვევს, თამარაშვილის
გამზირის გავლით,
ანალოგიური გზებით
დაუკავშირდება წყნეთის
გზატკეცილს, შემდეგ კი
იმოძრავებს დადგენილი
სქემით.N449
უკუმიმართულებისას
გადაადგილდება იმავე
მარშრუტით, მგზავრთა
მომსახურებას კი
ჭავჭავაძის გამზირის N83-ის
მიმდებარე ტერიტორიაზე
დაასრულებს.რეაბილიტაციის
პერიოდში, ბაგების
მოსახლეობისთვის
დაწესდება ავტობუსის
დროებით მარშრუტიც. N173
იმოძრავებს წყნეთის
გზატკეცილი N6-ის მიმდებარე
ტერიტორიიდან და ბაგების
მცხოვრებლებს მეტროსადგურ
“დელისამდე”
მოემსახურება.