საქართველოსა და დიდ
ბრიტანეთს შორის საჰაერო
მიმოსვლა დაიწყო. დღეიდან
საქართველოს ავიაბაზარზე
ოპერირება გაერთიანებული
სამეფოს ფლაგმანმა - British Airways
დაიწყო.156 მგზავრით, A320neo
ტიპის ხომალდის პირველი
რეისი, გამთენიისას
თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში შედგა.
აეროპორტის სამთავრობო
ტერმინალში მაღალი რანგის
ოფიციალური მიღებაც
გაიმართა.ინტენსიური
მოლაპარაკებები
საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებამ ეკონომიკის
და საგარეო საქმეთა
სამინისტროების
ჩართულობით, ევროპის
ერთ-ერთ უმსხვილეს
ავიაკომპანიასთან
წარმატებით
დაასრულა.შედეგად, დღეიდან
ერთმანეთს პირდაპირი
საჰაერო მარშრუტით
ლონდონი და თბილისი
დაუკავშირდნენ.
ავიაკომპანია
ლონდონი-თბილისი-ლონდონის
მიმართულებით პირდაპირ
რეგულარულ რეისებს
კვირაში 4 სიხშირით
შეასრულებს.British Airways-ი 50 წლის
წინ დაფუძნებული ბრენდია,
თუმცა ავიაკომპანიას 100
წელზე მეტი ოპერირების
ისტორია აქვს. ის მსოფლიოს 65
ქვეყნის 190-ზე მეტი
მიმართულებით დაფრინავს.
ავიაკომპანიას მთავარი
ბაზა ლონდონის ჰითროუს
აეროპორტში მდებარეობს.