„როდესაც ისეთ მეთოდებს
იყენებენ საქართველოს
მოსახლეობის არჩევანზე
ზეწოლისთვის, როგორც არის
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის მიწვევა ჯო
ბაიდენთან მიღებაზე და
შემდეგ ამ მიწვევის
გაუქმება, ამით ქართველ
ხალხს მხოლოდ აბრაზებენ და
უფრო მტკიცედ აყალიბებენ
მათ თავიანთ არჩევანში“, -
განაცხადა დეპუტატმა
სოზარ სუბარმა
მედიასთან.მისი თქმით,
დღევანდელი საქართველო არ
არის ის ქვეყანა, სადაც
პრეზიდენტობის
კანდიდატებს ტყვიას
ესვრიან, ან გამოძიებას
იწყებენ მათი მხარდამჭერი
პოლიტიკოსების წინააღმდეგ
ისეთი აბსურდული
ბრალდებით, თითქოს მან 30
წლის წინ მკვდარ ვეშაპს
თავი მოაჭრა. ყოველივე
ზემოთქმული ხდება აშშ-ში და
როცა ასეთი ქვეყანა
დემოკრატიის ნაკლებობაზე
მიგვითითებს, ეს ძალიან
უხერხულია.„ჩვენი
ოპოზიცია გაშიფრულია - ეს
არის აგენტურა, რომელსაც
ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
ამიტომ, მათ გაძლიერებას
გარედან ცდილობენ მათი
პატრონები, თანაც ძალიან
სამარცხვინო მეთოდებით.
ერთ-ერთი ასეთი
სამარცხვინო ნაბიჯია
თუნდაც ის დემარში, რომელიც
დღეს ბაიდენის
ადმინისტრაციის მხრიდან
ვიხილეთ. ხოლო, როდესაც
საუბარია იმაზე, თითქოს ამ
დემარშის მიზეზი
საქართველოს ხელისუფლების
ანტიდემოკრატიული
ქმედებები იყო, ეს
აბსოლუტური სიცრუეა. ყველა
საერთაშორისო რეიტინგში,
რომელიც ქვეყნდება ბოლო
წლებში და განსაკუთრებით
ბოლო პერიოდში,
საქართველოში დემოკრატია
და ადამიანის უფლებები არა
მხოლოდ ევროკავშირის
კანდიდატ წევრ ქვეყნებთან
შედარებით დგას ბევრად
მაღლა, არამედ ამ მხრივ
ძალიან ბევრ ევროპულ და
ხანგრძლივი დემოკრატიის
მქონე ქვეყანაზეც უკეთესი
მდგომარეობა გვაქვს.
სხვათა შორის, ყველანი
ვიხილავთ, რამდენი
ავტოკრატი ლიდერი და
არადემოკრატიული ქვეყნის
პირველი პირი იქნება
მიწვეული აშშ-ის
პრეზიდენტთან
მიღებაზე.აქვე გეტყვით, რომ
აშშ-სგან განსხვავებით,
დღევანდელი საქართველო არ
არის ის ქვეყანა, სადაც
პრეზიდენტობის
კანდიდატებს ტყვიას
ესვრიან, ან გამოძიებას
იწყებენ მათი მხარდამჭერი
პოლიტიკოსების წინააღმდეგ
ისეთი აბსურდული
ბრალდებით, თითქოს მან 30
წლის წინ მკვდარ ვეშაპს
თავი მოაჭრა. ყოველივე
ზემოთქმული ხდება აშშ-ში და
როცა ასეთი ქვეყანა
დემოკრატიის ნაკლებობაზე
მიგვითითებს, ეს ძალიან
უხერხულია. არავინ იცის,
სად ნახა რობერტ კენედი
უმცროსმა ეს მკვდარი
ვეშაპი, ან რა იარაღით
მოაჭრა თავი (თუ საერთოდაც
მოხდა ასეთი რამე), მაგრამ
ეს სიმართლეც რომ იყოს, ამ
საქმის გახსენება 30 წლის
შემდეგ და გამოძიების
დაწყება მხოლოდ იმიტომ, რომ
აშშ-ის დღევანდელ
ადმინისტრაციას არ
ესიამოვნა ის ფაქტი, რომ
რობერტ კენედიმ მხარი
დონალდ ტრამპს დაუჭირა,
სერიოზული ეჭვს აჩენს
აშშ-ში საარჩევნო
კამპანიის სამართლიანად
მიმდინარეობის მიმართ. და
როცა ასეთი ქვეყანა
დემოკრატიის ნაკლებობის
გამო გვაკრიტიკებს, ჩვენ
ასეთ კრიტიკას ვერ
მივიღებთ. როდესაც ისეთ
მეთოდებს იყენებენ
საქართველოს მოსახლეობის
არჩევანზე ზეწოლისთვის,
როგორც არის
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის მიწვევა ჯო
ბაიდენთან მიღებაზე და
შემდეგ ამ მიწვევის
გაუქმება, ამით ქართველ
ხალხს მხოლოდ აბრაზებენ და
უფრო მტკიცედ აყალიბებენ
თავის არჩევანში. ზუსტად
დღევანდელი დღის შემდეგ
მართლა აღარ მეპარება ეჭვი,
რომ საკონსტიტუციო
უმრავლესობა
გარანტირებული გვაქვს“, -
განაცხადა სოზარ სუბარმა.