ოპოზიციას საარჩევნო
ადმინისტრაციაში
რეგისტრაცია რომ არ გაევლო
და არ აეღო საარჩევნო
ნომერი, 2028 წლის
საპარლამენტო არჩევნებში
სხვა ნომრით მონაწილეობა
მოუწევდა, მათი მხრიდან ეს
ფორმალური ნაბიჯი
ლოგიკურია, – ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახძემ განაცხადა.მისი
თქმით, ცესკო-ში საარჩევნო
ნომერთან დაკავშირებული
რეგისტრაციის გავლა,
ნომრის შენარჩუნებისთვის
არის
აუცილებელი.„ოპოზიციას
საარჩევნო ნომერთან
დაკავშირებით რეალურად
სჭირდება რეგისტრაციის
გავლა, იმის გამო, რომ ეს
ნომერი შეინარჩუნონ 2028 წლის
საპარლამენტო
არჩევნებისთვის, აქ
სპეკულაციებში ვერ შევალ.
რეგისტრაცია რომ არ
გაევლოთ და არ აეღოთ
საარჩევნო ნომერი, 2028 წლის
საპარლამენტო არჩევნებში
მოუწევდათ სხვა ნომრით
მონაწილეობა. აქედან
გამომდინარე, ლოგიკურია
მათი მხრიდან ეს ფორმალური
ნაბიჯი,“ – განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.