„ქართულმა ოცნებამ“
საგამოძიებო კომისიის
შექმნის ინიციატივა
პარლამენტის ბიუროს
დღევანდელ სხდომაზე
დაარეგისტრირა.როგორც
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა განაცხადა,
დადგენილების პროექტი
„2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
შექმნის შესახებ“
აისახება პლენარული
სხდომის დღის წესრიგში და
ეს საკითხი პლენარულ
სხდომაზე
განიხილება.აღნიშნული
ინიციატივის ფარგლებში,
კომისია „ნაციონალური
მოძრაობის“ მმართველობის
პერიოდზე პოლიტიკურ და
სამართლებრივ შეფასებას
მოამზადებს.მმართველ
გუნდში აცხადებენ, რომ „2003-12
წლების რეჟიმის შეფასებას
აქვს გადამწყვეტი
მნიშვნელობა ქვეყნის
წინაშე არსებული
საფრთხეების პრევენციისა
და საქართველოში ჯანსაღი
პოლიტიკური სისტემის
ჩამოყალიბებისათვის“.მიმდინარე
წლის 9 იანვარს გამართულ
ბრიფინგზე საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ
განაცხადა, რომ „დროებითი
საგამოძიებო კომისია
დაიბარებს და
გამოჰკითხავს რეჟიმის
თანამდებობის პირებს,
აგრეთვე ნებისმიერ სხვა
პირს, რომელსაც შეიძლება,
ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის
მიერ ჩადენილ
დანაშაულებში ან რომელიც
შეიძლება, ფლობდეს ღირებულ
ინფორმაციას აღნიშნულ
დანაშაულთა
შესახებ“.გეგმის მიხედვით,
2003-2012 წლებში მომხდარი
მოვლენების შემსწავლელი
ჯგუფი საკანონმდებლო
ორგანოში 6 თვის
განმავლობაში იმუშავებს.
რის შემდეგაც, დროებითი
საგამოძიებო კომისია
შესაბამის დასკვნას და
რეკომენდაციებს
გაასაჯაროებს.