დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დიპლომატებს - ვიქტორ დოლიძესა და კოტე ჟღენტს ელოდებიან

Primetime.ge 6 საათი წინ 4
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დიპლომატებს - ვიქტორ დოლიძესა და კოტე ჟღენტს ელოდებიან
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დიპლომატებს - ვიქტორ დოლიძესა და კოტე ჟღენტს ელოდებიან.განხილვის თემა, 2012 წლიდან დღემდე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა.დღესვე, დაგეგმილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, თუმცა სამივე მათგანმა პროცესში მონაწილეობაზე წერილობით უარი თქვა.კომისიის წევრების თქმით, დარჩენილია რამდენიმე სხდომის გამართვა, რის შემდეგაც კომისია საბოლოო დასკვნაზე მუშაობას დაიწყებს.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის ღალატის საკითხის განიხილება."2003-2012 წლებში, ასევე 2012 წლიდან დღემდე ვიხილავთ ადამიანების მიერ ქვეყნის ღალატის პროცესს, ასევე როგორ ხდებოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი წესით დამაზიანებელი განცხადებები ქვეყნის გარეთ, ბრიუსელში, ვაშინგტონში და ა.შ.ბუნებრივია, საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება, სადაც არავის ეჭვი არ შეეპარება იმაში თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე "ნაციონალური მოძრაობის" სახით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია