დონორებს ვაფრთხილებთ, ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია - სოზარ სუბარი

Primetime.ge 2 საათი წინ 1
დონორებს ვაფრთხილებთ, ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია - სოზარ სუბარი
დანაშაულის წახალისების უფლება არავის არ აქვს და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება მიმართული დონორის, ანუ ევროკავშირის მიმართ, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.მისი თქმით, არავინ არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ერევა, თუმცა, დონორებს აფრთხილებენ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დანაშაულია.„აქვე გავიხსენებ, რომ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვიღებდით, ჩვენი ოპონენტები, მათ შორის - ენჯეოები, პოლიტიკური პარტიები და ჟურნალისტების ნაწილი, გვეკითხებოდნენ, რომ როგორ, საქართველოში დონორები ძირითადად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და თქვენ ამბობთ, რომ ისინი ცუდ რამეებს აფინანსებენ ქვეყანაშიო? მაგრამ, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მან და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ის თქვეს, რასაც ჩვენ ვამბობდით.არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არავინ ერევა, თუმცა, დონორებს ვაფრთხილებთ, რომ ნუ წაახალისებენ და დააფინანსებენ იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არის დანაშაულის წაქეზება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია