ამერიკის შეერთებული
შტატების 47-ე პრეზიდენტი,
თეთრ სახლში,
ჩრდილო-ატლანტიკური
ალიანსის გენერალურ
მდივანს შეხვდა. მხარეებს
შორის დისკუსია მსოფლიოსა
და NATO-ს წევრ ქვეყნებში
მიმდინარე მოვლენებს
შეეხო.შეხვედრის
დასრულების შემდეგ, ტრამპი
ვლადიმერ პუტინის მიერ
უკრაინაში ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ
გაკეთებულ განცხადებას
გამოეხმაურა. აშშ-ის
პრეზიდენტი ამბობს, რომ
პუტინის სიტყვები
იმედისმომცემია და ახლა
აუცილებელია ხანგრძლივი
მშვიდობის დასამყარებლად
ქმედითი ნაბიჯები
გადაიდგას.ტრამპის
განცხადებით, მას სურს
კრემლის ლიდერთან პირადი
კომუნიკაციის დამყარება.