დირბის საჯარო სკოლაში
ტოპები, დეკოლტეები,
კორსეტები და დახეული
ჯინსები აკრძალეს, - ამის
შესახებ სოციალური ქსელში
სკოლის დირექტორი წერს. „I-VI
კლასის მოსწავლეები უნდა
გამოცხადდნენ სასკოლო
ფორმით, ცისფერი პერანგითა
და მუქი ლურჯი
შარვლით/ქვედაბოლო.შეთანხმებისამებრ:
ზედა კლასებში აკრძალულია
ტოპი, დეკოლტე და კორსეტი,
დახეული ჯინსი“, - წერს
სოციალურ ქსელში ლევან
ყაულაშვილი.