დიპლომატიურ პასპორტებზე
უვიზო რეჟიმის შეზღუდვის
შესახებ საბოლოო
გადაწყვეტილებები
მიღებული არ არის,
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს
არის სიმბოლური
გადაწყვეტილება. რეალურად,
გათვლა იყო, რომ რაღაც
გადაწყვეტილება მაინც
უნდა მიეღოთ, რათა მთლად
შედეგის გარეშე არ
დარჩენილიყო სამიტი, – ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
ლევან მახაშვილმა
განაცხადა.მახაშვილის
თქმით, „მოლოდინი იყო, რომ
ევროკავშირი არ მიიღებდა
ისეთ გადაწყვეტილებებს,
საიდანაც ჯანსაღ
ურთიერთობებში დაბრუნება
შეუძლებელი იქნებოდა და
ასეც
მოხდა“.„ევროკავშირის
საბჭოს საგარეო საქმეთა
მინისტერიალის გუშინდელი
გადაწყვეტილება იყო ისეთი,
რასაც ქართული მხარე ელოდა.
ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ
ევროკავშირი არ მიიღებდა
ისეთ გადაწყვეტილებებს,
საიდანაც შემდეგ ნორმალურ,
ჯანსაღ ურთიერთობებში
დაბრუნება შეუძლებელი
იქნებოდა. ასეც მოხდა. რაც
შეეხება დიპლომატიურ
პასპორტებზე უვიზო
რეჟიმის შეზღუდვას,
რეალურად, ეს
გადაწყვეტილება ჯერ არ
არის მიღებული.
ევროკომისიას შესაბამისი,
სათანადო სამართლებრივი
საფუძვლების მოძიება
დაევალა. საზოგადოებას რომ
შევახსენოთ, დიპლომატიური
პასპორტებისთვის უვიზო
გადაადგილება არ არის
ვიზალიბერალიზაციის
ნაწილი. სამართლებრივად, ეს
ცალკე ხელშეკრულებით
რეგულირდება ორ მხარეს
შორის, ამიტომ
ევროკომისიას დაევალა იმ
ხელშეკრულების გადახედვის
მომზადება და, არსებობის
შემთხვევაში,
სამართლებრივი
საფუძვლების წარმოდგენა.
ევროკავშირის საბჭო
მხოლოდ ამის შემდეგ
დაუბრუნდება ამ საკითხს და
კვლავ მიიღებს
კვალიფიციური
უმრავლესობით
გადაწყვეტილებას.
ბიუროკრატიული პროცესია,
გრძელვადიანი. ჯერ საბოლოო
გადაწყვეტილებები ამ
თემაზე მიღებული არ არის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს
არის სიმბოლური
გადაწყვეტილება, უფრო
პოლიტიკური შეფასება,
ვიდრე რეალური
გადაწყვეტილება. ეს
არანაირად არ ეხება
ვიზალიბერალიზაციას ან
ჩვეულებრივ პასპორტებს
საფრთხე არ ემუქრება.
დიპლომატიურ პასპორტებთან
ერთად, ყველას გვაქვს
ჩვეულებრივი პასპორტები.
ამიტომ აქ რაიმე ტიპის
პრობლემა – ან შეხვედრებზე
ვერ წახვალ, ან შეზღუდვა
იქნება, არ არსებობს. ეს
არის უფრო სიმბოლური, ვიდრე
რეალური პრაქტიკული
ნაბიჯი. რეალურად, გათვლა
იყო ის, რომ რაღაც
გადაწყვეტილება მაინც
უნდა მიეღოთ, რათა მთლად
შედეგის გარეშე არ
დარჩენილიყო სამიტი“, –
განაცხადა ლევან
მახაშვილმა.16 დეკემბერს
ბრიუსელში, ევროკავშირის
საგარეო საქმეთა
მინისტრების საბჭოს
სხდომა გაიმართა. სხდომის
დასრულების შემდეგ
საგარეო და უსაფრთხოების
საკითხებში ევროკავშირის
უმაღლესმა
წარმომადგენელმა, კაია
კალასმა
პრესკონფერენციაზე
განაცხადა: „შევთანხმდით
ქართველი თანამდებობის
პირების დიპლომატიური
პასპორტებისთვის უვიზო
რეჟიმის შეჩერებაზე,
დამატებითი
სანქციებისთვის 27-ვე
წევრის თანხმობა,
სამწუხაროდ, არ გვაქვს“.