,,სთარინგ ჯორჯიას" მიერ
დაგეგმილი მსოფლიო
პოპვარსკვლავის ჯასტინ
ტიმბერლეიკის კონცერტის
გამო, "დინამო არენას"
მიმდებარე ტერიტორიაზე,
დღესმროგორც
საავტომობილო, ისე
საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდება.13:00 საათიდან
ღამის 01:00 საათამდე, სრულად
აიკრძალება საავტომობილო
მოძრაობა აკაკი წერეთლის
გამზირზე, მეტროსადგურ
"წერეთლის" მიმდებარე
ტერიტორიიდან მიხეილ
წინამძღვრიშვილისა და
გიორგი ცაბაძის ქუჩების
კვეთამდე; დიმიტრი
ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის
ქუჩის კვეთიდან - შოთა
იამანიძის ქუჩის
კვეთამდე.ასევე,
ავტომობილები აკაკი
წერეთლის გამზირზე
მოსახვედრად ფოთის და
ბათუმის ქუჩებზე
გადაადგილებას ვერ
შეძლებენ.მოძრაობა სრულად
შეიზღუდება: ვლადიმერ
მაიაკოვსკის, გიორგი
ცაბაძის, შოთა იამანიძის,
არჩილ ქურდიანის და სლავა
მეტრეველის
ქუჩებზე.გადაადგილება
ნაწილობრივ შეიზღუდება -
თევდორე მღვდლის ქუჩიდან
აბასთუმნის ქუჩის
მიმართულებით, გორის და
ბათუმის ქუჩებიდან აკაკი
წერეთლის გამზირის
მიმართულებითაც.ასევე,
ნაწილობრივ შეიზღუდება
გადაადგილება: დავით
აღმაშენებლის გამზირზე
(გიორგი ცაბაძის ქუჩის
კვეთიდან- თამარ მეფის
ქუჩამდე მონაკვეთში),
მიხეილ წინამძღვრიშვილის
ქუჩაზე თამარ მეფის
გამზირის კვეთიდან გიორგი
ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;
ფოთის ქუჩაზე - ბათუმის
ქუჩის შესახვევიდან
წერეთლის გამზირამდე.
გარდა ამისა, ფიფიების,
ბათუმის და გორის
ქუჩებიდან შეზღუდული
იქნება მოძრაობა აკაკი
წერეთლის გამზირის
მიმართულებით და მტკვრის
მარცხენა სანაპიროდან
გიორგი ცაბაძის ქუჩის
მიმართულებით.ვახუშტი
ბაგრატიონის ქუჩიდან
გადაადგილება შესაძლებელი
იქნება თევდორე მღვდლის
ქუჩისკენ, ხოლო, მარცხნივ
მოხვევით წერეთლის
გამზირის მიმართულებით.
აკაკი წერეთლის
გამზირიდან კი
გადაადგილება შესაძლებელი
იქნება ქუთაისის ქუჩის
მიმართულებით. შემდეგ,
ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი
ყიფიანის ქუჩაზე მოხვედრა
მარჯვნივ მოხვევით იქნება
შესაძლებელი და ასევე,
ვახუშტი ბაგრატიონის
ხიდის მიმართულებით.თამარ
მეფის გამზირიდან აკაკი
წერეთლის გამზირზე
მოხვედრა შესაძლებელი
იქნება გიორგი კვინიტაძის
ქუჩიდან მტკვრის მარცხენა
სანაპიროსა და ვახუშტი
ბაგრატიონის ქუჩების
გავლით. ხოლო, აკაკი
წერეთელის გამზირიდან
მიხეილ წინამძღვრიშვილის
ქუჩაზე მოხვედრა
შესაძლებელი იქნება
ქუთაისის ქუჩიდან მტკვრის
მარცხენა სანაპიროს
მიმართულებით.რაც შეეხება
საზოგადოებრივ
ტრანსპორტს, შეზღუდვის
პერიოდში, ავტობუსები: N384, N386,
N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381
წერეთლის გამზირიდან
იმოძრავებენ ქუთაისის
ქუჩის მიმართულებით, რის
შემდეგაც, სვლას
განაგრძობენ ვახუშტი
ბაგრატიონის ხიდის,
სააკაძის მოედნის,
კონსტანტინე გამსახურდიას
გამზირის, მიროტაძის ქუჩის,
პეკინის გამზირის გავლით
და კვლავ, კონსტანტინე
გამსახურდიას გამზირის
საშუალებით, გმირთა
მოედანს დაუკავშირდებიან.
გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381,
N315 და N384 მგზავრებს
დადგენილი მარშრუტით,
თამარ მეფის გამზირის
გავლით მოემსახურება, ხოლო
N306, N308 და N311 არსებული სქემით,
ვარაზისხევის საშუალებით
იმოძრავებენ.მიკროავტობუსები:
N541, N551, N536 და N431 წერეთლის
გამზირიდან იმოძრავებენ
ქუთაისის ქუჩის
მიმართულებით და
დაუკავშირდებიან სააკაძის
მოედანს, საიდანაც: N541
მიროტაძის ქუჩით
დაუკავშირდება
კონსტანტინე გამსახურდიას
გამზირს და გმირთა
მოედნიდან იმოძრავებს
დადგენილი სქემით; N551
მიროტაძის ქუჩიდან
დაუკავშირდება პეკინის
გამზირს და იმოძრავებს
დადგენილი სქემით; N536
მიროტაძის ქუჩით
დაუკავშირდება
გამსახურდიას გამზირს, რის
შემდეგაც, გმირთა
მოედნიდან გადაადგილდება
თამარ მეფის გამზირზე და
იმოძრავებს დადგენილი
სქემით; N431 სააკაძის
მოედნიდან შარტავას
ქუჩაზე გადაადგილდება,
საიდანაც გამოიყენებს
უკვე დადგენილ მარშრუტს.
აღნიშნული საზოგადოებრივი
ტრანსპორტი
უკუმიმართულებისას
წერეთლის გამზირს
ანალოგიური გზებით
დაუკავშირდება.მიკროავტობუსი
N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან
სააკაძის მოედნისა და
მიროტაძის ქუჩის გავლით,
პეკინისა და კონსტანტინე
გამსახურდიას გამზირებს
დაუკავშირდება, ხოლო თამარ
მეფის გამზირიდან
იმოძრავებს დადგენილი
სქემით.
უკუმიმართულებისას,
აღნიშნული მიკროავტობუსი
გამოიყენებს ანალოგიურ
მარშრუტს; N504 მოძრაობას
დაასრულებს მეტროსადგურ
"წერეთელთან", ხოლო N538
სადგურის მოედნის
მიმართულებით
მოძრაობისას, მტკვრის
მარცხენა სანაპიროს
გამოყენებით,
დაუკავშირდება გენერალ
კვინიტაძის ქუჩას, თამარ
მეფის გამზირს და შემდეგ
იმოძრავებს დადგენილი
სქემით.
უკუმიმართულებისას, N538
თამარ მეფის გამზირიდან
დაუკავშირდება მტკვრის
მარცხენა სანაპიროს და
მეტროსადგურ "დიდუბისკენ"
სვლას დადგენილი სქემით
განაგრძობს.გარდა ამისა,
მგზავრთა მომსახურების
ხელშეწყობის მიზნით,
"დინამო არენას" მიმდებარე
ტერიტორიაზე მოძრავი
ავტობუსების მარშრუტები:
N381, N315, N320, N311, N327, N308, N306,N384, N386 და
მეტრო მგზავრებს
გახანგრძლივებული დროით -
24 ივლისის 02:00 საათამდე
მოემსახურება.