როდის დაიწყება ზაფხულის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება

Primetime.ge 7 საათი წინ 3
როდის დაიწყება ზაფხულის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება
“შედეგების გამოცხადება სრულად დასრულდება აგვისტოს პირველ რიცხვებში”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა გორში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დღეს, 23 ივლისს განაცხადა.NAEC-ის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ თავიანთი პრიორიტეტული ჩამონათვალის ცვლილების უფლება ისევ ექნებათ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ:”ნებისმიერ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, რომ გაასაჩივროს თავისი ნაშრომი. აბიტურიენტებისთვის ხაზგასმით მინდა ვთქვა, შედეგების ნახვისა და, რა თქმა უნდა, აპელაციის პროცესის დასრულების შემდგომ, მათ ექნებათ საშუალება, შეცვალონ თავიანთი არჩევანი, ჩამოაყალიბონ, რომელი პროგრამები, რომელი უმაღლესებია მათთვის უკეთესი და დაალაგონ რეიტინგულად ეს სია”, – განაცხადა ნინო წერეთელმა.2025 წლის ზაფხულის გამოცდები 23 ივლისს ყველა მონაწილისთვის სრულდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია