ჩვენ შევეცადეთ, რომ
პრაქტიკულად ყველგან
მივსულიყავით,
მცხეთა-მთიანეთში,
დაახლოებით 500-მდე სოფელია.
ჩვენ ვიყავით პირიქითა
ხევსურეთშიც სასაზღვრო
სოფლებშიც, პრაქტიკულად
ყველა სოფელში, - განაცხადა
„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს"
მცხეთა-მთიანეთის
დელეგატმა დიმიტრი
ხუნდაძემ „დღის
ქრონიკასთან“„თუმცა მინდა
ვისარგებლო შემთხვევით და
ბოდიში მოვუხადო იმ
სოფლების მოსახლეობას,
სადაც უბრალოდ დროში ვერ
ჩავეტიეთ და ვერ მივედით.
არჩევნების შემდეგ,
არჩევის შემთხვევაში, რა
თქმა უნდა მათთანაც იქნება
კონტაქტი“, - აღნიშნა
ხუნდაძემ.კითხვაზე -
ელოდება თუ არა ის, რომ
მმართველი გუნდი
საზოგადოებისგან ისეთივე
მაღალ მხარდაჭერას
მიიღებს, როგორც წინა
არჩევნების დროს, დეპუტატი
ასე პასუხობს:„გამეორებას
ვერ შეძლებს, იმიტომ რომ
უფრო მეტი შედეგი იქნება,
ვიდრე აქამდე, ეს თავად
საზოგადოებას ეტყობა. როცა
ჩვენ კონკრეტულ
საკუთხებზე ვსაუბრობთ,
მთავარ საკითხად მაინც
აყენებენ ქვეყნის
სტაბილურობას და
მშვიდობას, იმიტომ რომ
თავად ხედავენ, რომ
რეგიონში ორი უდიდესი
შეიარაღებული კონფლიქტია,
ფრონტის ველი ფართოვდება
და ხედავენ საფრთხეს,
რადგან ერთი მიმართულებით
მხოლოდ შავი ზღვა
გვაშორებს, ახლო
აღმოსავლეთის
მიმართულებით კი ერთი
ქვეყანა - თურქეთი და
თურქეთიც საკმაოდ მძიმე
განცხადებებს აკეთებს. მათ
კარგად იციან, რომ მსოფლიო
მესამე მსოფლიო ომის
ზღვარზე დგას, ამიტომ ისინი
ამ საფრთხეს აღიქვამენ.
ხედავენ, რომ ოპოზიცია
განწყობილია
დესტაბილიზაციისკენ, რაც
მათ აშინებთ, მაგრამ
ამშვიდებთ ხელისუფლების
და მმართველი გუნდის
დამოკიდებულება, რადგან
ჩვენ პრინციპულად ვიცავთ
მშვიდობას, სტაბილურობას
და მთავარი მოთხოვნა
სწორედ ესაა, რომ ქვეყანაში
მშვიდობა იყოს
შენარჩუნებული და ის, რომ
სოციალური, ან
ინფრასტრუქტურული
საკითხები მოგვარდება,
ამის იმედი მათ აქვთ,
რადგან ხედავენ, რომ ბევრი
რამ კეთდება. ამ ხუთასი
სოფლიდან, პრაქტიკულად
იშვიათია სოფელი, სადაც
მნიშვნელოვანი პროექტი არ
განხორციელებულა. თუმცა
არის პრობლემები, არის უფრო
მეტი გასაკეთებელი და
არჩევის შემთხვევაში
მეორე დღიდან დავიწყებთ იმ
პრობლემების მოგვარებას,
რომელიც ჯერ კიდევ
პრობლემად რჩება“, -
განაცხადა ხუნდაძემ.