"ნაციონალური მოძრაობის"
დროს პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, 2004-2008
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილ ვითარებასთან
დაკავშირებით, სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი 2006-2022 წლებში
დიმიტრი სანაკოევი
საუბრობს.თეა წულუკიანის
შეკითხვაზე, თუ როგორ იქნა
აღქმული მაშინდელი
თავდაცვის მინისტრის,
ირაკლი ოქრუაშვილის
სიტყვები - "2007 წლის ახალ
წელს ცხინვალში
შევხვდებით", დიმიტრი
სანაკოევმა უპასუხა, რომ
"დიდი ზიზღი იყო ხალხის
მხრიდან ოქრუაშვილის
მიმართ მის
განცხადებასთან
დაკავშირებით"."ძალია
ცუდად, დიდი ზიზღი იყო
ხალხის მხრიდან
ოქრუაშვილის მიმართ მის
განცხადებასთან
დაკავშირებით. მანამდეც 2004
წლის ღონისძიებები რაც იყო
2 თვის ომი, ძალიან ცუდი
რეაქცია ჰქონდა ხალხს, დღეს
მე არ ვიცნობ ადამიანს
ცხინვალში, რომელიც პატივს
სცემს ირაკლის. ძალიან ცუდი
განცხადება იყო. სანამ
ოქრუაშვილი ამ
განცხადებას გააკეთებდა,
პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი სხვა
განცხადებებს აკეთებდა იმ
რეგიონის მიმართ და შემდეგ
თავდაცვის მინისტრი
აკეთებს ასეთ განცხადებას",
- აღნიშნა დიმიტრი
სანაკოევმა.