დილიდან მოქალაქეები ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ისმის, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ირთვება აუდიოჩანაწერი.
„პუბლიკა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ჩანაწერი თავად სატრანსპორტო სამსახურის მიერ არ გავრცელებულა და გადახდის აპარატების ტექნიკურ მხარეს ისინი არ უზრუნველყოფენ.
„პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის გარკვევას.