,,დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს იწყება

Primetime.ge 7 საათი წინ 1
,,დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს იწყება
კანადაში დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი იტალიის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ლიდერებს ალბერტას პროვინციაში, კანანასკისში უმასპინძლებს.როგორც მასპინძელმა ქვეყანამ კანადამ სამიტზე ასევე დაპატიჟა ლიდერები, რომლებიც „დიდი შვიდეულის“ წევრები არ არიან. მაგალითად, ევროკავშირის ლიდერები, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვები.მოსალოდნელ განსახილველ თემებს შორის იყო ომი უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, ღაზაში არსებული ვითარება, თუმცა BBC წერს, რომ სამიტის წინასწარ შედგენილი დღის წესრიგი ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა გადაფარა.
სრულად წაიკითხეთ სტატია