დიდი იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, საიდანაც შეუძლებელი ან რთული იქნება ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება - ლევან მახაშვილი

Primetime.ge 2 დღის წინ 7
დიდი იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, საიდანაც შეუძლებელი ან რთული იქნება ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება - ლევან მახაშვილი
დიდი იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, საიდანაც შეუძლებელი ან რთული იქნება ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, დიალოგს სანქციები ამჯობინა,„საზოგადოებამ დაინახა, რომ სანქციები გამოსავალი არ არის და ზეწოლის ის მექანიზმი ვერ იქნება, რითაც შეიძლება, ვინმემ საქართველოს ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება აიძულოს. სამწუხაროა, რომ ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, დიალოგს სანქციები ამჯობინა, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. ახალ ადმინისტრაციას ველოდებით. რაც მთავარია, უკრაინაში ომის დასრულებას ველოდებით, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი წნეხი და ფაქტორი, რის გამოც ზოგიერთ სახელმწიფოს და ძალას ის პოზიცია აქვთ, რაც ამჟამად აქვთ. დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლიდან ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოში დაბრუნებას შევძლებთ, მაგრამ აქ მთავარი სათქმელია ის, დიდი იმედი გვაქვს, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, საიდანაც შეუძლებელი ან რთული იქნება ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია