დასავლეთ საქართველოში,
დიდთოვლობის გამო,
სასწრაფო დახმარების
ბრიგადები, საგანგებო
რეჟიმში აგრძელებენ
მუშაობას.სასწრაფო
დახმარების ბრიგადები 24
საათიან რეჟიმში
უზრუნველყოფენ სამედიცინო
სერვისების მიწოდებას.
მოქალაქეები , რომლებიც
სხვადასხვა სპეციფიკურ
სამედიცინო დახმარებას
საჭიროებენ, სასწრაფო
დახმარების ბრიგადებს
სამედიცინო
დაწესებულებებში
გადაჰყავთ.ჯანდაცვის
სამინისტროს მიერ მოხდა
ფარმაცევტული კომპანიების
მობილიზება, იმისთვის, რომ
მოსახლეობისთვის
მედიკამენტების უწყვეტი
მიწოდება უზრუნველყოფილი
იყოს.