„დიდთოვლობის გამო, იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, კანდიდატებისთვის გავრცელდება სპეციალური შეღავათები" - მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 4 საათი წინ 5
„დიდთოვლობის გამო, იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, კანდიდატებისთვის გავრცელდება სპეციალური შეღავათები" - მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
დიდთოვლობის გამო, მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი დროებით შეჩერებულია. უწყების ინფორმაციით, იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია, ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, კანდიდატებზე სპეციალური შეღავათები გავრცელდება.„გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო, ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული. ასევე, ფოთის სტრუქტურულ ერთეულში შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი).დიდთოვლობის გამო, იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, კანდიდატებისთვის გავრცელდება სპეციალური შეღავათები, კერძოდ:პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ.პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პირები, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებულ იმ პირებს, ვისაც ეწურებათ 365 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.იმ პირებს, ვისაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ეწურებათ 30 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.გამოცდაზე გასვლამდე დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 1272" - წერია განცხადებაში 
სრულად წაიკითხეთ სტატია