“დიდად ვერ გამაოცა” – UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე

News.ge 2 თვის წინ 15
“დიდად ვერ გამაოცა” – UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე

დღეს, 9 თებერვლის გამთენიისას ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ (6-1) UFC-ში სადებიუტო ჩხუბი ჩაატარა და დაუმარცხებელ ავსტრალიელ კოლბი თიქნესის (7-1) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. ილიას უფროსი ძმის დებიუტს MMA სამყაროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ქართველის ასპარეზობა შეაფასეს.
“ძმები თოფურიების ავიახაზები” – დაწერა ბრაზილიელმა რენატუ მოიკანუმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-ის მსუბუქი წონის ქამარზე იჩხუბა.

“პირველივე მატჩში თოფურიამ საბრძოლო უნარების ძალიან ფართო დიაპაზონი აჩვენა. ყოჩაღ!” – აღნიშნა UFC-ის ლეგენდა მაიკლ კიეზამ.

“თოფურიებს ძალიან მაგარი დაცვა აქვთ!’ – ეს კომენტარი ორგანიზაციის მებრძოლ ტერენს მაკკენის ეკუთვნის.

“მთელი ღონისძიების ყველაზე დიდი ფავორიტი იყო და 0 ინტენსივობით იჩხუბა. ალექსანდრე თოფურიას დებიუტით ძალიან გაოცებული ვერ დავრჩი,” – დაწერა UFC-ის ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჰენრი სეხუდომ.

ალექსანდრეს თავდაპირველად კოდი ჰედონთან (8-1) უნდა ეჩხუბა, თუმცა აღნიშნული მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა და ის თანამემამულე თიქნესიმ ჩაანაცვლა, რომელიც ალექს ვოლკანოვსკის სპარინგ პარტნიორი გახლავთ. უფროსმა თოფურიამ რთული ბარიერი ადვილად გადალახა დაUFC-ის სუპერმსუბუქ წონაში წინსვლა დაიწყო.

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო [VIDEO]

სრულად წაიკითხეთ სტატია