დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტის
სხდომაზე საგარეო საქმეთა
სამინისტროს დიასპორასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის მიერ 2024 წელს
გაწეული საქმიანობის
ანგარიში და 2025 წელს
დაგეგმილი ღონისძიებების
თაობაზე ინფორმაცია
მოისმინეს.კანონმდებლებს
ანგარიში საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ
გააცნო. როგორც
მომხსენებელმა აღნიშნა,
ქართული დიასპორის
ძირითადი განსახლების
არეალს ევროპის ქვეყნები
წარმოადგენს.მისივე
ინფორმაციით, 2024 წლის
ოქტომბრის მონაცემებით,
მსოფლიოს 38 ქვეყანაში,
სხვადასხვა სამართლებრივი
ფორმით ფუნქციონირებს
ქართული დიასპორული
გაერთიანებები, რომელთა
საქმიანობა ქართული ენის,
კულტურის, ტრადიციების
შენარჩუნებას და
პოპულარიზაციას ისახავს
მიზნად. მათ შორისაა 115
ქართული საკვირაო სკოლა და
ქართული ენის შემსწავლელი
კურსი, ქართული ცეკვისა და
სიმღერის 117
ანსამბლი/ცეკვის
შემსწავლელი წრე. გარდა
ამისა, საქართველოს
საპატრიარქოს
გადაწყვეტილებით,
უცხოეთში დაფუძნდა 7
ეპარქია, რომელთა
შემადგენლობაში შედის 94
სამრევლო.მინისტრის
მოადგილემ დიასპორული
ორგანიზაციების, საკვირაო
სკოლებისა და კულტურული
კერების მხარდამჭერ
პროექტებსა და
პროგრამებზე
ისაუბრა.მომხსენებლის
თქმით, 2024 წელს საქართველო
გახდა დიასპორის
საკითხებში ყველაზე
მაღალი საერთაშორისო
პლატფორმის, გლობალური
დიასპორის პოლიტიკის
ალიანსის (Global Diaspora Policy Alliance)
თანათავმჯდომარე
ქვეყანა.„ალიანსის
სადამფუძნებლო სამიტი
ჩატარდა 2024. სამიტზე
მიღებული
გადაწყვეტილებით, 2026 წელს
საქართველო უმასპინძლებს
ალიანსის ფართომასშტაბიან
ფორუმს. დღეის მონაცემებით,
ალიანსი აერთიანებს 87
ქვეყანას“, - განაცხადა
ვლადიმერ
კონსტანტინიდიმ.მინისტრის
მოადგილემ სამომავლო
ინიციატივებზეც
გაამახვილა ყურადღება. მან
საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და
აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვადასხვა
უწყებას შორის მჭიდრო
თანამშრომლობაზე ისაუბრა.
საუბარი ასევე შეეხო
დიასპორული პოლიტიკის
დახვეწის მხრივ დაგეგმილ
საკანონმდებლო
ცვლილებებს.როგორც
სხდომაზე აღინიშნა,
სახელმწიფო პოლიტიკის
ერთ-ერთ პრიორიტეტს
სახელმწიფოსა და
დიასპორის
ურთიერთსასარგებლო
თანამშრომლობა
წარმოადგენს.ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.