იურიდიული კომიტეტის
დღევანდელ სხდომაზე,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
არჩილ გორდულაძემ დააყენა
ინიციატივა, რომელიც
აქციებზე ლაზერის
გამოყენების აკრძალვასაც
ეხება.მისი განმარტებით,
აქციებზე ლაზერის
გამოყენების პრაქტიკა
აქტიურად გამოიყენება, რაც
სამართალდამცველებს
პროფესიული საქმიანობის
შესრულებაში
აფერხებს."გამომდინარე
იქიდან, რომ შეკრების დროს
ბევრი ადამიანი
მონაწილეობს და არსებობს
იმის საფრთხე, რომ
შეკრებების დროს
კანონდარღვევებს ჰქონდეს
ადგილი, ამ კანონდარღვევის
პრევენციისათვის ხდება ამ
კანონის მიღება. იმისათვის,
რომ ადამიანები არ
ამოეფარონ ნიღბებს და ამით
თავი არ დაიგულონ, რომ მათი
იდენტიფიცირება
გართულდება,
მიზანშეწონილია, რომ
ნიღბები არ იყოს
გამოყენებული და
აიკრძალოს.ამავდროულად,
პრაქტიკამ აჩვენა, რომ
ხშირია ლაზერების
გამოყენება, რომელიც თავის
მხრივ პრობლემებს
წარმოშობს იმ ორგანოების
მიმართ, რომელთა
პასუხისმგებლობაა
ადამიანების სიცოცხლე და
ჯანმრთელობა
უზრუნველყოფილი იყოს.
შესაბამისად, გთავაზობთ,
რომ ლაზერებიც არ იყოს
დასაშვები შეკრებების
დროს", - განაცხადა არჩილ
გორდულაძემ.