პარლამენტის
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის,
ირაკლი ქადაგიშვილის
განცხადებით,
დემონსტრაციებისა და
შეკრებების დროს სახის
დაფარვა ევროპის ბევრ
ქვეყანაშია აკრძალული და
მმართველი გუნდი ამ
გამოცდილებას
გაიზიარებს.„ნიღაბი
შენიღბვის საშუალებაა.
შენიღბვა ემსახურება იმ
მიზანს, რომ გინდა, რაღაც
ისეთი ქმედების ჩადენა,
რომლის ჩამდენის
იდენტიფიცირება რთულად
შესაძლებელია. როცა
საუბარია ღია პროტესტზე, რა
თქმა უნდა, იქ ნიღაბი
არაფერ შუაშია.
დემონსტრაციებისა და
შეკრებების დროს როგორც
არის სხვადასხვა
რეგულაცია, შემოღებული
იქნება ასეთი რეგულაციაც.
ასეთი პრაქტიკა ევროპის
ბევრ ქვეყანაშია და მათი
გამოცდილების გაზიარების
კუთხით
ვიხელმძღვანელებთ“, –
აღნიშნა ირაკლი
ქადაგიშვილმა.საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ 8 დეკემბერს
გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ მიღებული
იქნება კანონი, რომლითაც
აიკრძალება შეკრების
მონაწილეების, მათ შორის,
კონტრშეკრების
მონაწილეების მიერ
სხვადასხვა საშუალებით
სახის დაფარვა.