"დემოკრატიულ რესპუბლიკაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენობას, მთავარია ლეგიტიმაცია" - დიმიტრი ცქიტიშვილი ზურაბიშვილზე

Primetime.ge 16 საათი წინ 1
"დემოკრატიულ რესპუბლიკაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენობას, მთავარია ლეგიტიმაცია" - დიმიტრი ცქიტიშვილი ზურაბიშვილზე
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციაზე დაკავებული პირების განთავისუფლება. თუმცა, განსხვავებულია ოპოზიციური პარტიების ხედვა 29 დეკემბრის შემდგომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ - დარჩება თუ არა ის ორბელიანების სასახლეში.ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი ბრძოლის ხაზი აქ არ გადის, ვინაიდან შენობაში დარჩენა ლეგიტიმაციას არ განსაზღვრავს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ პროცესს მხარსდაუჭერენ ზურაბიშვილის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, დემოკრატიულ რესპუბლიკაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენობას, მთავარია სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია, მთავარი ძალები კი გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს მიმართული."ჩვენი პოზიციაა, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კონსტიტუციურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენობას, მთავარია ლეგიტიმაცია. ჩვენი საქმიანობა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, დანიშნოს ახალი არჩევნები. შესაბამისად, ვაიძულოთ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო შევქმნათ. ეს არის ცესკოს ადმინისტრირების შეცვლა, ეს არისძალოვანი სტრუქტურების განეიტრალებაიმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდესდემოკრატიული განვითარების გზებს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია